CNN: ირანის კონფლიქტი რუსეთის „ომის მანქანისთვის“ დიდი შეღავათია და საქმე მხოლოდ ნავთობს არ ეხება
„ირანის კონფლიქტი რუსეთის „ომის მანქანისთვის“ დიდი შეღავათია და საქმე მხოლოდ ნავთობს არ ეხება“, - ამ სათაურით წერს სტატიას CNN.
როგორც მედია წერს, ირანში ომი „რუსეთის შერყეული ეკონომიკისთვის ნამდვილი მაშველი რგოლი აღმოჩნდა“. ნავთობის მაღალი ფასები კრემლის ხაზინას ავსებს, რაც მის ფედერალურ ბიუჯეტში არსებული ხვრელის შევსებას და უკრაინაში საომარი მოქმედებების შენარჩუნებას უწყობს ხელს.
თუმცა, ნავთობის გარდა, ბუნებრივი აირსა და სასუქებზე მომარაგების გლობალურმა დეფიციტმა, რომელიც, ასევე, ირანის კონფლიქტის გამო შეფერხდა, შესაძლოა, რუსეთის ფინანსური მოგება კიდევ უფრო გაზარდოს.
„(ირანის) კონფლიქტის ყველაზე დიდი გამარჯვებული რუსეთია. კრემლს ახლა შეუძლია ადრე ფასდაკლებით გაყიდული რუსული ნედლი ნავთობი „სრულ საბაზრო ფასად“ გაყიდოს, რაც ეკონომიკისთვის „საკმაოდ სერიოზული შემობრუნებაა“, - განაცხადა ბენ კეჰილმა, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) უფროსმა.
რუსეთის სახელმწიფო ფინანსებისთვის ეს მოულოდნელი მოგება გადამწყვეტ მომენტში მოვიდა.
„ირანის ომამდე რუსეთი ნამდვილი საბიუჯეტო კრიზისისკენ მიექანებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთის ბოლო კონფლიქტს ფუნდამენტურად არ შეუცვლია იმ ეკონომიკის პერსპექტივა, რომელიც ხანგრძლივმა ომმა სტრუქტურულად დააზიანა, მან ქვეყანას „დრო მოუგო“, - განაცხადა ალექსანდრა პროკოპენკომ, ბერლინში მოქმედი „კარნეგის რუსეთ-ევრაზიის ცენტრის“ მკვლევარმა.
1774630895
ახალი ამბები„მეტოქე ძალიან ძლიერია“ - ლიეტუვას მწვრთნელი საქართველოს ნაკრებზე
ლიეტუველთა მთავარმა მწვრთნელმა ედგარას იანკაუსკასმა კომენტარი გააკეთა და საქართველოსთან სპარინგისთვის გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდა. „კვირას ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით და მინდა, რომ...
1774629076
ახალი ამბებინინო ჯელაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საბანკო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო ჯელაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციის ფარგლებში...
1774628765
ახალი ამბებიპროკურატურა: გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩ...
1774627339
ახალი ამბებიკომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს - კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას
კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისინ...
1774626753
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ილია მეორის გარდაცვალებაზე დასავლელი ბიუროკრატების დუმილს. ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ დასავლეთში არ იციან, ვის მიუსამძ...































