კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს - კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას
კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისინი აქტიურად თანამშრომლობენ საგამოძიებო უწყებებთან.
„25 მარტს, შუქრუთის მაღაროს პირველი უბნის მესამე ცვლის სამუშაოს დასრულების შემდეგ, სამწუხარო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა CMC-ის ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის თანამშრომელი.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამუშაო ცვლა უკვე დასრულებული იყო და დასაქმებულები იმყოფებოდნენ მაღაროს სამგზავრო-სარკინიგზო შემადგენლობაში ჩასხდომის ადგილზე.
ცნობისთვის, ეს არის ადგილი, სადაც თანამშრომლები იკრიბებიან მაღაროს გვირაბში სარკინიგზო შემადგენლობაში ჩასაჯდომად, რათა მაღაროს ზედაპირზე ამოვიდნენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, ჯეირან ალსანდია მოულოდნელად ცუდად გახდა და მიწაზე დაეცა. ადგილზე მალევე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელმაც გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირა.
კომპანიის ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევაში საწარმოო ტრავმას ადგილი არ ჰქონია. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.
კომპანია CMC აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას. ვიდრე საქმეზე გამოძიება დასრულდება და გაირკვევა, რა გახდა ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალების მიზეზი, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ თემით სპეკულირებისგან.
კომპანია CMC ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1774626753
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ილია მეორის გარდაცვალებაზე დასავლელი ბიუროკრატების დუმილს. ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ დასავლეთში არ იციან, ვის მიუსამძ...
1774624101
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: რადიკალებში რომ ბრიუსელის მიერ არის ჩადებული ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება, ეს ჩანს იქიდანაც, რომ მათ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს დედა ეკლესია, რა არის სარწმუნოება და ღმერთი
რადიკალების მიერ ეკლესიაზე თავდასხმას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. „როგორ შეიძლება, ჩვენ, მორწმუნეებმა, ღმერთთან მებრძოლ ადამიანებს მოვთხოვოთ რაიმე სიბრძნე?“, - განაცხ...
1774622403
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოში განხეთქილების შეტანის მოსურვეებს ე.წ. ოპოზიციაში - გასაგებად აღნიშნა მისმა უწმინდესობამ 2017 წელს თავისი პოზიცია და მოსაყდრედ გამოარჩია მეუფე შიო, უწესიერესი ადამიანი
რადგან ამ თემებს ვეხები ეს ბოლო პერიოდია, მინდა ასევე გამოვეხმაურო საპატრიარქოში განხეთქილების შეტანის მოსურვეებს ე.წ ოპოზიციაში, მათ წუხილებს ანდერძზე და ა.შ. გასაგებად აღნიშნა მისმა უწმინდესობამ, 20...
1774622284
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე კულტურისა და განათლების სფეროში...
1774622180
ახალი ამბებიშარმანაშვილი ოპოზიციაზე: იმდენად სძულთ ქართველი ერის ერთობის იდეა, რომ როცა სასიკვდილო სარეცელზე იწვა პატრიარქი ჰოსპიტალში, მაშინაც კი აგრძელებდნენ ხალხის მოწამვლას
„იმდენად სძულთ ქართველი ერის ერთობის იდეა, რომ როდესაც სასიკვდილო სარეცელზე იწვა პატრიარქი ჰოსპიტალში, მაშინაც კი აგრძელებდნენ ამ საზიზღარი გამონათქვამებით ხალხის მოწამვლას“, - ასე ეხმაურება მმართველი...






























