დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენი მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა

 აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის დროს მართლმსაჯულების სისტემას საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ იარაღად იყენებდა.

„წლების განმავლობაში, ბაიდენის ადმინისტრაცია მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებდა საკუთარი პოლიტიკური ოპონენტებისა და ყველას წინააღმდეგ, ვინც არ ეთანხმებოდა. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია, როდესაც „თაღლითმა ჯომ“ გამოიყენა FBI და იუსტიციის დეპარტამენტი საკუთარი პარტიის წევრის „გასანადგურებლად“ მას შემდეგ, რაც უაღრესად პატივცემულმა კონგრესმენმა, ჰენრი კუელარმა გაბედულად ისაუბრა ღია საზღვრებისა და ბაიდენის სასაზღვრო კატასტროფის წინააღმდეგ.

„ᲛᲫᲘᲜᲐᲠᲔ ᲯᲝᲛ“ ᲙᲝᲜᲒᲠᲔᲡᲛᲔᲜᲘ ᲓᲐ ᲙᲝᲜᲒᲠᲔᲡᲛᲔᲜᲘᲡ ᲛᲨᲕᲔᲜᲘᲔᲠᲘ ᲛᲔᲣᲦᲚᲔ ᲘᲛᲔᲚᲓᲐᲪ ᲙᲘ, ᲣᲑᲠᲐᲚᲝᲓ ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲗᲥᲛᲘᲡ ᲒᲐᲛᲝ ᲓᲐᲡᲐᲯᲐ. ᲔᲡ ᲐᲠᲐᲐᲛᲔᲠᲘᲙᲣᲚᲘᲐ ᲓᲐ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲐᲓᲠᲔ ᲕᲗᲥᲕᲘ, ᲠᲐᲓᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲔᲛᲐᲠᲪᲮᲔᲜᲔ ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲔᲑᲘ ᲡᲠᲣᲚ ᲡᲐᲤᲠᲗᲮᲔᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲐᲓᲒᲔᲜᲔᲜ ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲘᲡᲗᲕᲘᲡ. ᲘᲡᲘᲜᲘ ᲗᲐᲕᲡ ᲓᲐᲔᲡᲮᲛᲔᲑᲘᲐᲜ, ᲒᲐᲫᲐᲠᲪᲕᲐᲕᲔᲜ, ᲛᲝᲘᲢᲧᲣᲔᲑᲘᲐᲜ ᲓᲐ ᲒᲐᲐᲜᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲔᲜ ᲧᲕᲔᲚᲐᲡ, ᲕᲘᲜᲪ ᲒᲐᲑᲔᲓᲐᲕᲡ ᲛᲐᲗᲘ ᲣᲙᲘᲓᲣᲠᲔᲡᲘ ᲛᲔᲛᲐᲠᲪᲮᲔᲜᲔ ᲓᲦᲘᲡ ᲬᲔᲡᲠᲘᲒᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ ᲬᲐᲡᲕᲚᲐᲡ. ᲓᲦᲘᲡ ᲬᲔᲡᲠᲘᲒᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ, ᲗᲣ ᲣᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲝᲓ ᲓᲐᲠᲩᲔᲑᲐ, ᲩᲕᲔᲜᲡ ᲑᲠᲬᲧᲘᲜᲕᲐᲚᲔ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐᲡ ᲒᲐᲐᲜᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲡ.

ამ და სხვა ფაქტების გამო, მე ამით ვაცხადებ ძვირფასი ტეხასელი კონგრესმენის, ჰენრი კუელარისა და იმელდას სრულ და უპირობო შეწყალებას. ჰენრი, არ გიცნობ, მაგრამ შეგიძლია, მშვიდად დაიძინო დღეს ღამით - შენი კოშმარი საბოლოოდ დასრულდა“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764772514

საზოგადოება

ექიმი არჩილ მარშანია: რას ამტკიცებს BBC-ს სტატია? ვერაფერს ამტკიცებს, არ არსებობს არანაირი მყარი და ობიექტური მტკიცებულება იმის, რომ საქარველოში დემონსტრაციების დაშლისას გამოყენებული იყო აკრძალული ნივთიერება კამიტი

 რას ამტკიცებს BBC-ს სტატია? ვერაფერს ეს სტატია ვერ ამტკიცებს, იქ არსებული ყველაზე სკანდალური ''მტკიცებულება'' არის ის, რომ BBC-ს ჰყავს ვიღაც ინფორმატორები (''Several high-level whistleblowers''), რომ...

არჩილ მარშანია

1764771725

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეთ და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები

 ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ სანქციები დაუწესეთ [რუსეთს] და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები, რომ ამას დავიჯერებდით...

შალვა პაპუაშვილი

1764767753

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7010 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7015 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარის კურსი, ვალუტა

1764766561

მსოფლიო

პიტერ სიიარტო: ევროპის ბრიუსელის ნაწილი კვლავ ცდილობს კონტინენტის რუსეთთან ომში ჩათრევას

ევროპის ბრიუსელის ნაწილი კვლავ ცდილობს კონტინენტის რუსეთთან ომში ჩათრევას, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ. მისი თქმით, ომის მომხრე ფანატიკოსები ამ დღის წესრიგს გააგრძელ...

პიტერ სიიარტ

1764764892

საზოგადოება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დარგობრივი სერვისების ინკლუზიური განვითარების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დარგობრივი სერვისების ინკლუზიური განვითარების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს პირველი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს განათლების,...

ინკლუზიური განვითარების საკოორდინაციო საბჭო