ლევან მახაშვილი: ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან და არა პირიქით, იყოს დახურული სისტემა

 ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან და არა პირიქით, იყოს დახურული სისტემა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

მახაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ბრიუსელმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა იყოს სუფთა კორუფციისგან და მოსყიდვებისგან.

„ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან და არა პირიქით, იყოს დახურული სისტემა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრიუსელმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა იყოს სუფთა კორუფციისგან და მოსყიდვებისგან. არა ის, რომ დასაჯოს სხვა სახელმწიფოები როდესაც ისინი ცდილობენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების დაფუძნებას საკუთარ ქვეყნებში“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ გაათავისუფლა ფედერიკა მოგერინი და სტეფანო სანინო მას შემდეგ, რაც ისინი თაღლითობის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკითხვის მიზნით დააკავეს. ამის შესახებ ევროკავშირის საჯარო პროკურორმა განაცხადა.

ბრიუგეში მდებარე ევროპის კოლეჯსა და ბრიუსელში მდებარე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გუშინ ჩხრეკა ჩატარდა. კერძოდ, ჩხრეკა ბრიუსელში ევროპის პროკურატურამ ჩაატარა. EPPO-მ ჩხრეკა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უმცროსი დიპლომატებისთვის ტრენინგებთან დაკავშირებული სავარაუდო თაღლითობის გამოძიების ფარგლებში ჩაატარა. „ბრალდებები ეხება შესყიდვების თაღლითობასა და კორუფციას, ინტერესთა კონფლიქტსა და პროფესიული საიდუმლოების დარღვევას. ისინი გაათავისუფლეს, ვინაიდან მათი მიმალვის რისკი არ არსებობს“, - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764771725

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეთ და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები

 ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ სანქციები დაუწესეთ [რუსეთს] და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები, რომ ამას დავიჯერებდით...

შალვა პაპუაშვილი

1764767753

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7010 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7015 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარის კურსი, ვალუტა

1764766561

მსოფლიო

პიტერ სიიარტო: ევროპის ბრიუსელის ნაწილი კვლავ ცდილობს კონტინენტის რუსეთთან ომში ჩათრევას

ევროპის ბრიუსელის ნაწილი კვლავ ცდილობს კონტინენტის რუსეთთან ომში ჩათრევას, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ. მისი თქმით, ომის მომხრე ფანატიკოსები ამ დღის წესრიგს გააგრძელ...

პიტერ სიიარტ

1764764892

საზოგადოება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დარგობრივი სერვისების ინკლუზიური განვითარების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დარგობრივი სერვისების ინკლუზიური განვითარების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს პირველი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს განათლების,...

ინკლუზიური განვითარების საკოორდინაციო საბჭო

1764761910

საზოგადოება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მურზალინ მალიკს, იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრ...

 იუსტიციის მინისტრ