ირაკლი კირცხალია: ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის

„ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ კაია კალასის განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მათ თითოეულ განცხადებასა და რეზოლუციაში მხოლოდ და მხოლოდ ისმის უტიფარი მუქარა, შეურაცხმყოფელი განცხადებები.

„სწორედ ამ ცრუ კაიების და ცრუ მარტების დამსახურებაა სამწუხაროდ ის რეიტინგი, რომელიც საქართველოში აქვს ევროპას და ევროკავშირს, რადგან სრულიად აცდენილია იმ ფასეულობებს და იმ ღირებულებით პრინციპებს, რაზეც იდგა ევროკავშირი. ვხედავთ, რომ თავიანთ ქვეყანაში იმკიან იმ მმართველობის შედეგებს, რომელ მმართველობასაც სამწუხაროდ, ვხედავთ ჩვენც და ხედავს მთელი მსოფლიოც. იმკიან პირველ რიგში ეკონომიკური კუთხით. დათვალეს გერმანიაში თუ რამდენ წუთში რამდენი საწარმო კოტრდება. დღეს ვისმენთ საფრანგეთიდან, რომ დეფოლტის პირას დგას“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე ისაუბრა დაკავშირებადობის ფორუმებზე საქართველოს არ მიწვევის ფაქტზეც.

„სრულიად ლოგიკური კითხვა ისმებოდა საზოგადოებაში, მედიაში - რას აპირებთ, როდესაც ასეთ რიტორიკას ხედავთ?! გახსოვთ „შუა დერეფნის“ და დაკავშირებადობის ფორუმებზე არ მიწვევა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გარეშე განხილვა. თუ როგორ ჰქონდა უსამშობლოთა აგენტურას აწეული ეს თემა. და რა თქმა უნდა ლეგიტიმურ კითხვას სვამდნენ ჟურნალისტები ჩვენთან - რატომ არ ხართ მიწვეული? ჩვენ ერთი მარტივი პასუხი გვქონდა, რომ ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ გამორიცხულია შავი ზღვის ქვეყნებს ესაუბრო, „შუა დერეფანზე“ ისაუბრო, დაკავშირებადობაზე ისაუბრო და საქართველო არ მიიწვიო. აბა ჩაიხედონ რუკაში?!“, - განმარტა კირცხალიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792085735

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით

„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...

ირაკლი ნადარეიშვილი

1792084456

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...

მარიამ ქვრივიშვილი

1792081777

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...

მარიამ ქვრივიშვილი

1792078783

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც უმრავლესობამ შევიტანეთ მყარად არის გაჯერებული არგუმენტებით და ის გულისხმობს სწორედ დემოკრატიული წინსვლის, დემოკრატიული აღმშენებლობისთვის აუცილებელი წინაპირობის შექმნას

„კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც უმრავლესობამ შევიტანეთ მყარად არის გაჯერებული არგუმენტებით და ის გულისხმობს სწორედ დემოკრატიული წინსვლის, დემოკრატიული აღმშენებლობისთვის აუცილებელი წინაპირობის შექმნას“...

დავით მათიკაშვილი

1792077296

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის - ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საუკუნოვან მეგობ...

შალვა პაპუაშვილი