ირაკლი კირცხალია: ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე

„არის ციფრები, რასაც ვერავინ გაექცევა. მათივე ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევა შეგვიძლია ვნახოთ დღის 11 საათზე და 4 საათში რასას [იუკნევიჩიენე] ფუჭი რეზოლუცია, სადაც აცხადებენ სააკაშვილს პოლიტპატიმრად. ეს მეტყველებს მათ საგარეო პოლიტიკაში აგონიაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს წინსვლას აფასებს ქართველი ხალხი, რაც შეეხება ევრობიუროკრატებს, მათი პოლიტიკური კომპასი ობიექტურ ციფრებს არ შეესაბამება.

„ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა, ეკონომიკური განვითარება, მშვიდობა და პრაგმატული პოლიტიკა, რაც იწვევს შემდეგ და კონვერტირდება ეკონომიკურ წინსვლაში, წლიდან წლამდე გაზრდილ ბიუჯეტში ამას აფასებს ჩვენი საზოგადოება. ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე. რაც შეეხება მათი მხრიდან, არის ორი მიმართულება. ერთი არის პოლიტიკური მიმართულება და ვხედავთ პოლიტიკურ მიმართულებაში რა რიტორიკაა და არის ტექნიკური, მშრალი ციფრები, რასაც ვერავინ გაექცევა. მათი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ გაურბიან და მათივე ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევა შეგვიძლია ვნახოთ დღის 11 საათზე და 4 საათში რასას [იუკნევიჩიენე] ფუჭი რეზოლუცია, სადაც აცხადებენ სააკაშვილს პოლიტპატიმრად და დემოკრატიულ „ბექსლაიდინგზე“ აქვთ საუბარი. ეს მეტყველებს მათ საგარეო პოლიტიკაში აგონიაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ ვერ უდევთ პულსზე ხელი, თუ რა უნდა საზოგადოებას და საით მიდის ქვეყანა და როგორ ვითარება ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792086808

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...

ირაკლი კობახიძე

1792085735

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით

„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...

ირაკლი ნადარეიშვილი

1792084456

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...

მარიამ ქვრივიშვილი

1792081777

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...

მარიამ ქვრივიშვილი

1792078783

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც უმრავლესობამ შევიტანეთ მყარად არის გაჯერებული არგუმენტებით და ის გულისხმობს სწორედ დემოკრატიული წინსვლის, დემოკრატიული აღმშენებლობისთვის აუცილებელი წინაპირობის შექმნას

„კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც უმრავლესობამ შევიტანეთ მყარად არის გაჯერებული არგუმენტებით და ის გულისხმობს სწორედ დემოკრატიული წინსვლის, დემოკრატიული აღმშენებლობისთვის აუცილებელი წინაპირობის შექმნას“...

დავით მათიკაშვილი