დონალდ ტრამპმა აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი, გენერალი ჩარლზ ბრაუნი თანამდებობიდან გაათავისუფლა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი ჩარლზ ბრაუნი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„მე მინდა მადლობა გადავუხადო გენერალ ჩარლზ ბრაუნს მისი სამსახურისთვის, რომელიც 40 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ის შესანიშნავი ჯენტლმენი და არაჩვეულებრივი ლიდერია, მე ვუსურვებ მას და მის ოჯახს ბრწყინვალე მომავალს“, - წერს ტრამპი Truthsocial-ში.
ბრაუნი პოსტს 2023 წლიდან იკავებდა. სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილ მფრინავს ღიად აკრიტიკებდა ამერიკის ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი.
გასულ წელს მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდა ჩარლზ ბრაუნს, რადგან, ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი ეგრეთ წოდებული „ვოუქიზმის“ დღის წესრიგს უჭერდა მხარს.
პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით, ბრაუნს გენერალი დენ ქეინი ჩაანაცვლებს.
1740247834
საქართველომიხეილ ყაველაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ხედვები შეიცვალა, იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომელიც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი ჩამოგდების პროცესთან არის თანხვედრაში
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუშიგანაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხედვები შეიცვალა, იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომე...
1740244935
საქართველომიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო, საქართველოს მოტივაციაა, რეგიონში რაც შეიძლება მალე დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა
ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული...
1740242051
მსოფლიო23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU-CSU), ულტრამემარჯვენე...
1740241942
მსოფლიომედვედევი კიევს: გამოაცხადეთ არჩევნები და კაპიტულაციისთვის მოემზადეთ
„კიევის რეჟიმის ერთ-ერთი გზა არის არჩევნების გამოცხადება და კაპიტულაციისთვის მომზადება,“ - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ᲐᲛᲔᲠᲘᲙ...
1740240956
საქართველოპიმენ ყურაშვილი: საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირველეს ყოვლისა
საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირვე...