სამართალდამცველებმა კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1793901690
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება საქართველოსთვის სულ უფრო საინტერესო პერსპექტივებს ქმნის - ამ მიმართულებით მარიამ ქვრივიშვილის მორიგი სამუშაო ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება საქართველოსთვის სულ უფრო საინტერესო პერსპექტივებს ქმნის. ამ მიმართულებით მარიამ ქვრივიშვილის მორიგი სამუშაო ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - წერს ს...
1793899213
ახალი ამბებიკახეთში ორი ძმა მოკლეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა მოკლეს. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ცნობით, თანასოფლელმა ქორწილში მიმავალ ს...
1793897790
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე: მთავრობის თანმიმდევრული და სწორი მუშაობის შედეგად, საქართველოს ხმა დღეს უფრო ძლიერად ისმის საერთაშორისო ასპარეზზე
დღეს ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებული მნ...
1793896838
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება
„ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებოდეს. სწორედ ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ის, რომ მუდმივად ვზრუნავ...
1793895817
ახალი ამბებითბილისის მერია: ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მიუსაფარ ცხოველებს, ისე მოსახლეობას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე
„ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის...





























