შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა თურქეთის რესპუბლიკაში მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა და საქართველოდან გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადაამოწმეს კონკრეტული ლოკაცია, სადაც აღნიშნული პირი შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა, რაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაძევების საფუძველია.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებული პირი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდა, მათ შორის: განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვის, დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით ჩადენილი მკვლელობის, ქრთამის მიცემის, მუქარისა და თაღლითობის ბრალდებით.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებული პირის ესკორტირება „სარფის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე განახორციელეს, სადაც იგი შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გადასცეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793903775

მსოფლიო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის ევროკავშირში 2030 წლამდე გაწევრიანება არარეალურია

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ანიტა ორბანის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში 2030 წლამდე გაწევრიანება არარეალურია. „არ ვფიქრობთ, რომ ეს რეალისტურია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს დამსახურებაზე დაფუ...

ნიტა ორბანი

1793901690

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება საქართველოსთვის სულ უფრო საინტერესო პერსპექტივებს ქმნის - ამ მიმართულებით მარიამ ქვრივიშვილის მორიგი სამუშაო ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება საქართველოსთვის სულ უფრო საინტერესო პერსპექტივებს ქმნის. ამ მიმართულებით მარიამ ქვრივიშვილის მორიგი სამუშაო ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - წერს ს...

ექსპერტი

1793899213

ახალი ამბები

კახეთში ორი ძმა მოკლეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა მოკლეს. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ცნობით, თანასოფლელმა ქორწილში მიმავალ ს...

ყვითელი ლენტი

1793897790

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე: მთავრობის თანმიმდევრული და სწორი მუშაობის შედეგად, საქართველოს ხმა დღეს უფრო ძლიერად ისმის საერთაშორისო ასპარეზზე

დღეს ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებული მნ...

დავით ჩიხელიძე

1793896838

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება

„ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებოდეს. სწორედ ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ის, რომ მუდმივად ვზრუნავ...

მარიამ ქვრივიშვილი