პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ოთხი
არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები გასტაცეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები ცხელ კვალზე დააკავეს. ნაძარცვი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1793905290
ახალი ამბებიხაზარაძის პარტიის ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა იტალიის პარლამენტის პალატის თავმჯდომარეს ლორენცო ფონტანას და დეპუტატებს ფაშისტები უწოდა
მამუკა ხაზარაძის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს და იმ ოფიციალურ პირებს, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან...
1793903775
მსოფლიოუნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის ევროკავშირში 2030 წლამდე გაწევრიანება არარეალურია
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ანიტა ორბანის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში 2030 წლამდე გაწევრიანება არარეალურია. „არ ვფიქრობთ, რომ ეს რეალისტურია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს დამსახურებაზე დაფუ...
1793901690
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება საქართველოსთვის სულ უფრო საინტერესო პერსპექტივებს ქმნის - ამ მიმართულებით მარიამ ქვრივიშვილის მორიგი სამუშაო ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება საქართველოსთვის სულ უფრო საინტერესო პერსპექტივებს ქმნის. ამ მიმართულებით მარიამ ქვრივიშვილის მორიგი სამუშაო ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - წერს ს...
1793899213
ახალი ამბებიკახეთში ორი ძმა მოკლეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა მოკლეს. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ცნობით, თანასოფლელმა ქორწილში მიმავალ ს...
1793897790
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე: მთავრობის თანმიმდევრული და სწორი მუშაობის შედეგად, საქართველოს ხმა დღეს უფრო ძლიერად ისმის საერთაშორისო ასპარეზზე
დღეს ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებული მნ...





























