ერდოღანი: ისრაელის გადაწყვეტილება სომალილენდის აღიარების შესახებ არალეგიტიმური და მიუღებელია
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის გადაწყვეტილება სომალილენდის აღიარების შესახებ არალეგიტიმური და მიუღებელია.
თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ თურქეთისა და სომალის ურთიერთობები, რომლებიც ეფუძნება ღრმა ისტორიულ, ჰუმანიტარულ და კულტურულ კავშირებს, ყველა სფეროში განაგრძობს განვითარებას.
„სომალის ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება ნებისმიერ ვითარებაში ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია. ისრაელის გადაწყვეტილება სომალილენდის აღიარების შესახებ არალეგიტიმური და მიუღებელია“, - განაცხადა მან.
ისრაელი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც სომალილენდის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.
სომალილენდს 1960 წელს ხუთდღიანი დამოუკიდებლობა ჰქონდა, რა დროსაც იგი ისრაელმა და 34-მა სხვა ქვეყანამ აღიარა, ვიდრე სომალის შეუერთდებოდა.
სომალილენდი ოფიციალურად 1991 წელს გამოეყო სომალის და მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებს ის არ უღიარებიათ, რამდენიმე ძლიერი სახელმწიფო - დიდი ბრიტანეთი, ეთიოპია, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, დანია, კენია და ტაივანი - იქ წარმომადგენლობით ოფისებს ინარჩუნებდა.
1767114680
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: „საქართველოს რკინიგზაში“ და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებული ცვლილებებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ მიგვეღო სერიოზული ეკონომიები სხვადასხვა მიმართულებით
სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებული ცვლილებებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ მიგვეღო სერიოზული ეკონომიები სხვადასხვა მიმართულებით - ჭარბი დასაქმების პრაქტიკის ცვლილებიდან გამომდინა...
1767112872
საზოგადოებაახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს
ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტრადიციულად გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს. აღნიშნულ პერიოდში როგორც თბილისის მეტრო, ისე ავტობუსები, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას...
1767112795
საზოგადოებაპრემიერი: სამართალდამცავ უწყებებში ცვლილებებმა ხელი შეუწყო ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას, რაც აისახა სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებზე
გასული შვიდი თავის განმავლობაში გაძლიერდა ბრძოლა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შ...
1767112636
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება, გუნდში გვყავს 7 ახალი მინისტრი, არაერთი ცვლილება განვახორციელეთ, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი
ერთ-ერთი მთავარი, რასაც გამოვყოფდი მიმდინარე წლის მიღწევებიდან, იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება, რაც კონკრეტულად შეეხო უშუალოდ მთავრობის მუშაობასაც, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
1767112007
საზოგადოებაპრემიერი: კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა
კორუფციასთან ბრძოლა არის სამართალდამცავი წუყებების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და აქაც არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთა...


























