ირაკლი კობახიძე: „საქართველოს რკინიგზაში“ და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებული ცვლილებებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ მიგვეღო სერიოზული ეკონომიები სხვადასხვა მიმართულებით
სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებული ცვლილებებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ მიგვეღო სერიოზული ეკონომიები სხვადასხვა მიმართულებით - ჭარბი დასაქმების პრაქტიკის ცვლილებიდან გამომდინარე ეკონომიამ შეადგინა წლიურად 56 მლნ ლარი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, ეს ეხება „საქართველოს რკინიგზას“ და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს.
„სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. გამოვყოფდი სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც ეხება „საქართველოს რკინიგზას“ და ასევე ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს. გარდა იმისა, რომ განხორციელდა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები, აქაც ყველგან შეიცვალა ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ მიგვეღო სერიოზული ეკონომიები სხვადასხვა მიმართულებით. ჭარბი დასაქმების პრაქტიკის ცვლილებიდან გამომდინარე ეკონომიამ შეადგინა წლიურად 56 მლნ ლარი. ეს ისევ და ისევ რკინიგზისა და ენერგეტიკის სფეროს განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შესყიდვების და პროექტების ოპტიმიზაციის ნაწილში დანაზოგმა შეადგინა 646 მლნ ლარი.
„რაც შეეხება შესყიდვების და პროექტების ოპტიმიზაციას, ამ ნაწილში დანაზოგმა შეადგინა 646 მლნ ლარი. ეს თანხებიც, ბუნებრივია, მოხმარდება ამ დარგების განვითარებას და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ასევე, ენერგეტიკის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ არასწორი პრაქტიკის აღკვეთა, რომელიც იყო გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული. ეს ცვლილებები მოგვცემს ენერგეტიკის სფეროში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას. ბოლო წლების შედეგები არ იყო მაინც და მაინც დამაკმაყოფილებელი და ჩვენ შეგვიძლია, თვისობრივად გავაუმჯობესოთ შედეგები ენერგეტიკის სფეროში და ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა პრემიერმა.
1767112007
საზოგადოებაპრემიერი: კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა
კორუფციასთან ბრძოლა არის სამართალდამცავი წუყებების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და აქაც არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთა...
1767111738
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის
ეს წელი იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ეს იყო თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედე...
1767110033
საზოგადოებაპროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 12 ბრალდებული დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერი ქურდი...
1767107621
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: „ბიზნესისთვის მზაობის“ რეიტინგის მიხედვით მსოფლიო ბანკის მაღალი შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა
მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის“ რეიტინგის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის მე-4 ადგილს იკავებს. ასეთი მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სა...
1767106061
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ფაქტი რომ ხელისუფლება იბრძვის, საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს ის პოზიციები, რომელიც უცვლელად გვიკავია, ქმნის ისტერიკას ჩვენი ოპონენტების შემადგენლობაში
„ის ფაქტი, რომ ხელისუფლება იბრძვის, საქართველომ კვლავ შეინარჩუნოს ის პოზიციები, რომელიც უცვლელად გვიკავია, ქმნის ისტერიკას ჩვენი ოპონენტების შემადგენლობაში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქ...



























