პრემიერი: სხვადასხვა მიმართულებით აღვკვეთეთ არასწორი პრაქტიკა, ეს ეხება ქონების პირდაპირი წესით პრივატიზაციას, ასევე შესყიდვები გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე - შეიქმნა ახალი ელექტრონული პლატფორმა
სხვადასხვა მიმართულებით აღვკვეთეთ არასწორი პრაქტიკა, მათ შორის, ეს ეხება ქონების პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკას, რაც პრაქტიკულად მთლიანად არის დასრულებული და, ბუნებრივია, ეს აისახება ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებას და აღნიშნა, რომ შესყიდვები გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე.
მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის წარმატებული მუშაობის შედეგად, სახელმწიფომ უკვე 292 მლნ ლარის დაზოგვა შეძლო.
„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ მოვახერხეთ პრივატიზაციის გეგმის დიდი გადაჭარბებით შესრულება არის ის, რომ, პრაქტიკულად, ყველა ქონებრივი ობიექტი გამოდიოდა აუქციონზე და ეს აძლევდა სახელმწიფოს მაქსიმალური მოგების მიღების შესაძლებლობას პრივატიზაციის თითოეული აქტიდან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ასევე, რაც შეეხება ტენდერებს, შესყიდვებს, აქაც პრაქტიკა გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე, მათ შორის, შეიქმნა შესაბამისი ელექტრონული პლატფორმა. რა თქმა უნდა, ესეც უზრუნველყოფს კორუფციის მაქსიმალურად აღმოფხვრას და მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის მუდმივ გაუმჯობესებას.
ცალკე მინდა, გამოვყო მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობა, რომელიც იყო ძალიან წარმატებული. ეს დეპარტამენტი შეიქმნა ცოტა ხნის წინ, თუმცა მიუხედავად საქმიანობის მცირე დროისა, დეპარტამენტს აქვს უკვე ძალიან სერიოზული შედეგები, მიღწევები. კერძოდ, მთლიანობაში, დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად, სახელმწიფომ დაზოგა 292 მლნ ლარი. ეს დაიზოგა მონიტორინგისა და საკონსულტაციო საქმიანობიდან მიღებული ეკონომიის შედეგად, ასევე თვისებრივად შევამცირეთ სპეც-წესით განხორციელებული შესყიდვების მოცულობა, რამაც მოგვცა სერიოზული ეკონომია. ასევე, უარი ითქვა მთელ რიგ დაუსაბუთებელ შესყიდვებზე, რამაც მოგვცა, ასევე, დაახლოებით, 100 მლნ ლარის ეკონომია. მთლიანობაში, დეპარტამენტის საქმიანობა იყო ძალიან წარმატებული მიმდინარე წელს და ასეთივე წარმატებით გაგრძელდება მომავალში,“- აღნიშნა პრემიერმა.
1767112636
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება, გუნდში გვყავს 7 ახალი მინისტრი, არაერთი ცვლილება განვახორციელეთ, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი
ერთ-ერთი მთავარი, რასაც გამოვყოფდი მიმდინარე წლის მიღწევებიდან, იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება, რაც კონკრეტულად შეეხო უშუალოდ მთავრობის მუშაობასაც, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
1767112007
საზოგადოებაპრემიერი: კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა
კორუფციასთან ბრძოლა არის სამართალდამცავი წუყებების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და აქაც არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთა...
1767111738
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის
ეს წელი იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ეს იყო თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედე...
1767110033
საზოგადოებაპროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 12 ბრალდებული დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერი ქურდი...
1767107621
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: „ბიზნესისთვის მზაობის“ რეიტინგის მიხედვით მსოფლიო ბანკის მაღალი შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა
მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის“ რეიტინგის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის მე-4 ადგილს იკავებს. ასეთი მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სა...



























