„ევროკავშირი ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ვაშინგტონი კი არღვევს“ - ევროპარლამენტში ტრამპს პასუხობენ

ევროპარლამენტში შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც „ევროკავშირი არ ასრულებს სავაჭრო შეთანხმებას, შესაბამისად აშშ ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე მომავალი კვირიდან ტარიფებს 25%-მდე გაზრდის“. 

ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის ხელმძღვანელი ბერნდ ლანგე ტრამპის გადაწყვეტილებას მიუღებლად მიიჩნევს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ასრულებს შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, ვაშინგტონი კი მათ არღვევს.

„ტრამპის გეგმა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ მიუღებელია. ევროპარლამენტი კვლავ იცავს შოტლანდიის შეთანხმებას და კანონმდებლობის დასრულებაზე მუშაობს. მაშინ, როდესაც ევროკავშირი ვალდებულებებს ასრულებს, ამერიკული მხარე მათ სისტემატურად არღვევს“, – აცხადებს ლანგე.

მან აშშ-ის ადმინისტრაციის ნაბიჯებს „აშკარად არაპროგნოზირებადი“ უწოდა და ევროკავშირს მკაფიო პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდა.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777791364

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის...

ირაკლი კობახიძე

1777789812

ახალი ამბები

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5000-ზე მეტი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები გერმანიიდან 5000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას აპირებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გერმანიიდან ამე...

დონალდ ტრამპი

1777789459

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მო...

ამინდი

1777754609

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: მომდევნო ფანჩატური, რომელიც შეაკოწიწეს, თავზე ენგრევათ

„მომდევნო ფანჩატური, რომელიც შეაკოწიწეს, თავზე ენგრევათ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არ აქვთ მათ ა...

დავით მათიკაშვილი

1777751755

საზოგადოება

პრემიერი: სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით, ეს არის სოციალურად მგრძნობიარე თემა - ჩვენ საზოგადოებაზე უნდა ვიზრუნოთ

ჩვენს მანდატს ვიყენებთ იმისათვის, რომ პრობლემები როცა იყო კორუფციასთან დაკავშირებით, გადამჭრელი ზომები მივიღეთ და დღეს პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ ყველა მინისტრზე, ყველა პოლიტიკური თანამდებობის პ...

ირაკლი კობახიძე: