ევროკომისია მოუწოდებს უნგრეთს, რომ უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესს ხელი არ შეუშალოს

უნგრეთს არ გააჩნია ობიექტური მიზეზები, რომ უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი გაიწელოს. ამის შესახებ ევროკომისიაში განაცხადეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ბუდაპეშტის მიერ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე, შესასრულებლად სავალდებულო არ არის, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ევროკომისიის წარმომადგენელმა გიომ მერსიემ.
მსგავსი კონსულტაციების გამართვას მერსიემ ნებისმიერი ქვეყნის უფლება უწოდა. „ახლა უნგრეთმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ იმოქმედებს“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
ასევე მერსიემ განაცხადა, რომ კიევმა ფუნდამენტურ საკითხებზე აუცილებელ კრიტერიუმებს მიაღწია და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება შეუძლია.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 95% ევროკავშირში უკრაინის შესვლას მხარს არ უჭერს. „2 მილიონ 168 ათასმა ჩვენმა თანამემამულემ ხმა მისცა იმას, რომ მათ ესმით ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებული რისკები. ეს მთელი ხმების 95%-ია“, - დაწერა ორბანმა ფეისბუკში. შესაბამისად, მისი თქმით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას უნგრეთი მხარს არ უჭერს.
1751479505
საზოგადოებადროებითმა საგამოძიებო კომისიამ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებასთან, 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...
1751479144
ახალი ამბებითბილისში კაცმა მეზობელი მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ისანში კაცმა მეზობელი პარკინგის ადგილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად მოკლა. არსებული ინფორმაც...
1751478250
საზოგადოებაგახარია თეა წულუკიანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: დიახ, ვადასტურებ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...
1751478217
საზოგადოებამიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ დავითაშვილი: საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს
საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - განუცხადა „ქრონიკას...
1751476342
საზოგადოებასაგარეო უწყება: სამინისტრო 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას, ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-მ ირანის საელჩოს სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. კერძოდ, საუბარია 20...