ევროკომისიის კვლევა: ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონისადმი აღიარებს შავ ზღვასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს, როგორც საკვანძო კარიბჭეს
ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი სასურველიდან სტრატეგიულად აუცილებელ მარშრუტად იქცა, რაც გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და „ჩრდილოეთის დერეფნის“ მოწყვლადობას ასახავს, - აღნიშნულია ევროკომისიის კვლევაში სახელწოდებით Advancing a Cross-Regional Connectivity Agenda („რეგიონთაშორისი კავშირების განვითარების დღის წესრიგი“).
„ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონისადმი აღიარებს შავ ზღვასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს, როგორც საკვანძო კარიბჭეს, რომელიც აკავშირებს ევროპას თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან და მის მიღმა რეგიონებთან. ევროკავშირისთვის გაძლიერებულმა სატრანსპორტო დაკავშირებადობამ თურქეთთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან (სამხრეთ კავკასიის ჩათვლით) და ცენტრალურ აზიასთან შესაძლოა, უზრუნველყოს ნედლეულისა და საქონლის უფრო სწრაფი და საიმედო იმპორტი და, ამავდროულად, გახსნას საექსპორტო ბაზრები მთელ ევრაზიაში, რაც ორმხრივად მოგებიანი ვაჭრობის განვითარებას გამოიწვევს.
ამ მისწრაფებაში ჩრდილოეთის დერეფნის საიმედოობის შემცირებისა და სამხრეთის მარშრუტის ნელი განვითარების ფონზე, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი (TCTC) წარმოჩნდება, როგორც ყველაზე იმედის მომცემი გზა ევროპასა და აზიას შორის მდგრადი, დივერსიფიცირებული და გეოპოლიტიკურად მდგრადი მულტიმოდალური სატრანსპორტო კავშირისთვის.
როგორც წესი, როდესაც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი (TCTC) განიხილება, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი წარმოჩნდებიან, როგორც ძირითადი აქტორები ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალ მარშრუტზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.
კვლევის ავტორები ასევე წერენ, რომ რეგიონში ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება კიდევ უფრო ამკვიდრებს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანს, როგორც ყველაზე სიცოცხლისუნარიან მარშრუტს მდგრადი, დივერსიფიცირებული და მედეგი რეგიონული დაკავშირებადობისთვის.
1770545353
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, სექსუალური ხასიათის იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების, სექსუალური ხასიათის იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წ...
1770543497
მსოფლიოდანილო გეტმანცევი: ჩვენ სავალუტო ფონდთან პროგრამის ჩაშლის ზღვარზე ვართ. თუ ფონდის წინაშე ვალდებულებებს არ შევასრულებთ, ფინანსური კატასტროფა მოხდება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამების ჩაშლის გამო უკრაინა ფინანსური კატასტროფის ზღვარზეა. შესაბამისი განცხადება უმაღლესი რადას დეპუტატმა, საფინანსო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა დანილო გეტ...
1770540523
მსოფლიოევროკავშირმა იანვარში რეკორდული რაოდენობით რუსული თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა, რადგან იმპორტის სრული აკრძალვის თარიღი ახლოვდება
რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ევროკავშირში მიწოდებამ იანვარში რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკი 2027 წლიდან რუსული გაზის იმპორტის სრულად აკრძალვისთვის ემზადება. რუსული თხე...
1770538692
საზოგადოებასოფელ ბარჯაშთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე (სოფ. ბარჯაში) კლდოვ...
1770537042
მსოფლიოძლიერი შტორმის გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში ერთი ადამიანი დაიღუპა
ძლიერი შტორმის გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყნის მასშტაბით 170-მდე გზატკეცილი დაიკეტა. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო მიწები. სტიქიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა პორტუგალიაში. შ...



























