მიხეილ სარჯველაძე ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ის, რაც ამ რეფორმის ჩანაფიქრი იყო, რის გამოც რეფორმა განხორციელდა, ამან შედეგი მოიტანა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ ანტინარკოტიკულ რეფორმაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, დინამიკა პოზიტიურია და რეფორმამ ბევრი სიკეთე მოიტანა.
„ამ რეფორმამ ძალიან ბევრი სიკეთე მოიტანა. სამართალდარღვევების მასშტაბი გაცილებით მცირეა იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მანამდე ყოფილიყო. მოხმარება არის კლებად რეჟიმში, დინამიკა - პოზიტიური. ის რაც თვითონ ამ რეფორმის ჩანაფიქრი იყო, რის გამოც რეფორმა განხორციელდა, ამან შედეგი მოიტანა.
დღეს აღარავითარი კომერციული ინტერესი არ განაპირობებს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ფსიქოტროპული საშუალება იყიდებოდეს, რადგან არცერთ კომერციულ დაწესებულებას დღეს საქართველოში იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ ფსიქოტროპული ნივთიერებების ვაჭრობა იყოს მისი შემოსავლის საგანი.
ამ რეფორმის მეორე მნიშვნელოვანი მონაპოვარია ფასებზე ხელმისაწვდომობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ობიექტურად და რეალურად ეს სჭირდება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ნარკოპოლიტიკის რეფორმის ფარგლებში ოპიოიდურიდამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადავიდა - გაუქმდა ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და 2025 წლის 15 აგვისტოდან, სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო, უფასოდ აწვდის. რეფორმის ფარგლებში, აიკრძალა კერძო კომპანიების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი, რის შემდეგაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა გახდა.
1770386037
ახალი ამბებიჭეიშვილი ევროსაბჭოს მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზრუნვის დაწყებაზე: დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსი, არის ნამდვილად საჭირო
დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსი, ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების კვალდაკვალ მათ შორის გადის გამჭვირვალობაზე, უცხოური დაფინანსების შეზღუდვაზე, რომელი...
1770385040
ახალი ამბებიწულუკიანი ჟორჟოლიანს: რაო, ქ-ნო ნანული, ტყუილი ყოფილა, რომ 1990 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მამაჩემმა „დახვრიტა" შენ მიერ გამოქვეყნებული სიის „საწყალი ბიჭები“ - კრიმინალები, რომლებზეც მტკიცებულება წარვადგინეთ, რომ ცოცხლები არიან?!
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში სასამართლო პროცესზე წერს, სადაც მხარე ნანუკა ჟორჟოლიანი იყო. „დღეს, სასამართლო დარბაზში, ამ, ვარსკვლავებიანი შეიდიშის მესაკუთრემ დააღო პ...
1770384406
საზოგადოებასაქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს, დაახლოებით 6.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია
2026 წლის იანვრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 140.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვ...
1770383993
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6870 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6876 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1770383569
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო: „ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება“
8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, - აღნიშნულია გაფრთხილებაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდ...





























