ლევან მახაშვილი: ძალიან საინტერესო და საგულისხმო კვლევა გამოქვეყნდა ევროკომისიის მიერ - მარტა კოსმა, კაია კალასმა და სხვებმა შეიძლება პოლიტიკურ განცხადებებში უგულებელყონ საქართველო, მაგრამ გეოგრაფიას ვერავინ უგულებელყოფს

მარტა კოსმა, კაია კალასმა და სხვებმა, შეიძლება პოლიტიკურ განცხადებებში უგულებელყონ საქართველო, მაგრამ გეოგრაფიას ვერავინ ვერ უგულებელყოფს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ მეტა კვლევის დოკუმენტს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი გზაა.

მახაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ეს კვლევა არის ერთ-ერთი ნაბიჯი საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობების აღდგენისკენ.

„ძალიან საინტერესო და საგულისხმო კვლევა გამოქვეყნდა თავად ევროკავშირის - ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს გენერალური დირექტორის მიერ, რაც არის საუკეთესო პასუხი მათსავე ხელმძღვანელებისთვის; ვგულისხმობ მარტა კოსს, კაია კალასს და სხვებს, რომლებიც საქართველოს უსამართლოდ აკრიტიკებენ ხოლმე - შეიძლება მათ პოლიტიკურ განცხადებებში უგულებელყონ საქართველო, მაგრამ გეოგრაფიას ვერავინ ვერ უგულებელყოფს. როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის ურთიერთობებს ცენტრალურ აზიასთან, შუა კორიდორს, ამ სავაჭრო დერეფნის განვითარებას, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებას, საქართველოს ამ შემთხვევაში აქვს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საკვანძო როლი და ადგილი ამ პროცესში. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს ამ სავაჭრო დერეფნის განვითარებისთვის, იქმნება უამრავი ინფრასტრუქტურა, იხვეწება, ჰარმონიზდება რეგულაციები, რომ მარტივი იყოს ბიზნესებისთვის დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადაადგილება და პირიქით. ერთადერთი რაც აკლია ამას, არის ევროკავშირის მხრიდან ნორმალური, სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებების მიღება, ვგულისხმობ საქართველოსთან დიალოგში ჩართვას. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ეს კვლევაც არის ერთ-ერთი კარგი, პირველი ნაბიჯი ამ კონსტრუქციული ურთიერთობისკენ“, - განაცხადა მახაშვილმა.

ევროკომისიისთვის საქართველო „შუა დერეფანია - „კარიბჭე“ და რეგიონული ენერგეტიკული, თუ ციფრული ჰაბი. ევროკომისიამ მეტა კვლევის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება. ხაზგასმულია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი გზაა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე პირდაპირ აისახება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770537042

მსოფლიო

ძლიერი შტორმის გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში ერთი ადამიანი დაიღუპა

ძლიერი შტორმის გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყნის მასშტაბით 170-მდე გზატკეცილი დაიკეტა. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო მიწები. სტიქიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა პორტუგალიაში. შ...

ძლიერი შტორმი

1770534881

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ბრალდებით - 1976 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს. შსს-ს ინფო...

კახეთის პოლიცია

1770534466

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშ...

ნარკოდანაშაული

1770532317

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება - ბრიუსელი ზეწოლას მოახდენს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რათა ომში მონაწილეობა მიიღონ

არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება და მათი მოსახლეობა ამისთვის ემზადება, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქალაქ სომბატჰელიში, „ომის საწინ...

ვიქტორ ორბანი

1770531007

მსოფლიო

გრენლანდიის საგარეო მინისტრის განცხადებით, აშშ-სთან მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს

გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვივიენ მოცფელდტმა განაცხადა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ სადამდე მივა ეს მოლაპარაკებები....

გრენლანდიის საგარეო მინისტრი