„ევროპა უკრაინაში თავის ძალებს განათავსებს“ - „მსურველთა კოალიციის“ ერთობლივი განცხადება

უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ე.წ. „მსურველთა კოალიცია“ უკრაინაში მრავალეროვნულ ძალებს განათავსებს, - ამის შესახებ კოალიციის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გაიმართა „კოალიციის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ, კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით.
შეხვედრაზე განიხილეს „უკრაინის მხარდაჭერა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომი ნაბიჯები“ ალასკაში ტრამპ-პუტინის შეხვედრის შემდეგ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კოალიციის ლიდერებმა „დააფასეს პრეზიდენტ ტრამპის ვალდებულება, მიაწოდოს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები“, რომლის განხორციელებაშიც „მსურველთა კოალიცია“ მიიღებს მონაწილეობას.
„მათ (შეხვედრის მონაწილეებმა) კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მზადყოფნას, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ თავიანთი ძალები განალაგონ, ასევე, ხელი შეუწყონ უკრაინის ცისა და ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას“, - ნათქვამია განცხადებაში.
1755447402
საზოგადოებავარლამ წიკლაური: დავიწყეთ წინასაარჩევნო შეხვედრები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და არსებულ გამოწვევებზე, რომელიც მოსახლეობასთან ერთად უნდა გადავჭრათ
„ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზე, განხორციელებულ...
1755444873
ახალი ამბებიბათუმში მცირეწლოვანს მატარებელმა ფეხზე გადაუარა
ბათუმში, თამარის დასახლებაში ე.წ. ბენზეს ტერიტორიაზე მატარებელმა მცირეწლოვან ბავშვს ფეხზე გადაუარა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილობრივი...
1755443171
საზოგადოებაპროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამ...
1755441974
მსოფლიოზელენსკი: ტერიტორიული საკითხი მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა სამმხრივ სამიტზე უნდა განიხილონ
უკრაინის კონსტიტუციით ტერიტორიის დათმობა შეუძლებელია და ეს საკითხი მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა სამმხრივ სამიტზე უნდა განიხილონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსე...
1755438943
საზოგადოებაპოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 2025 წლის არჩევნებისთვის დანერგილ სიახლეებს გაეცნენ
2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარტიული სიის, მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს....