ევროპაში ქოლ-ცენტრების თაღლითობის საქმეზე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა

გერმანიის პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სპეციალისტები ევროპაში მოქმედი ბანდის საქმიანობას იძიებენ, რომელიც ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
საქსონიის კრიმინალური პოლიციისა და დრეზდენის პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 170-ზე მეტი ეჭვმიტანილი ტელეფონით თავს ასაღებდა ბანკის თანამშრომლად ან პოლიციელად. ისინი ძირითადად ხანდაზმულ ადამიანებს ატყუებდნენ.
პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს გერმანიაში, საბერძნეთში, ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა 39 ეჭვმიტანილის კუთვნილ 35 საცხოვრებელ და კომერციულ ობიექტზე. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები, მონაცემთა მატარებლები და დოკუმენტები.
პროკურატურა იძიებს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ კომერციული მიზნებით ჩადენილი თაღლითობის საქმეს.
ზარალის საერთო ოდენობა, შეფასებით, არანაკლებ რვა მილიონი ევროა.
1749118032
ახალი ამბები„საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესზე“ - საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია, რომლის მთავარ თემასაც წარმოადგენს „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებ...
1749114329
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გახარიას პარტიის იმ 12 დეპუტატს, ვინც დეკემბრიდან შატალოზეა და პარტიულ დაფინანსებას იღებს, პარლამენტში ვერ გავაჩერებთ, უფლებამოსილება შეუწყდებათ
„გახარიას პარტიის იმ 12 დეპუტატს, ვინც დეკემბრიდან მოყოლებული შატალოზეა და პარტიულ დაფინანსებას იღებს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში თითი-თითზე არ დაუკარებიათ, პარლამენტში ვერ გავაჩერებთ და მათ უფ...
1749113411
ახალი ამბებიკახა კალაძე ოპოზიციაზე: მალე მოვა არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას - რასაც უბრძანებენ გარედან, იმას გააკეთებენ
„ხომ ჰქონდათ ის პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში? ძალიან მალე მოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას - რასაც უბრძანებენ გარედა...
1749112606
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უალტერნატივოა
კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უალტერნატივოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშ...
1749111183
ახალი ამბებიხაშურში სამსახურიდან მისულ კაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი დახვდა, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში
ხაშურში დღეს დილით, 9 წლის შვილი სამსახურიდან მისულ კაცს გარდაცვლილი დახვდა, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში. ინფორმაციას ამის შესახებ „მოზაიკა“ ავრცელებს. ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. რო...