ევროპის ქალაქები უნიკალურია - ჯანმოს ახალი ანგარიშში საქართველოც მოხვდა
ევროპის ქალაქები უნიკალურია - ჯანმოს ახალი ანგარიში ცხადყოფს, რომ ისინი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღები იყვნენ.
ჯანმოს ევროპის რეგიონში, სხვა რეგიონებთან შედარებით, ნაკლები მეგა ქალაქია.
ჩვენი რეგიონის მოსახლეობის 70%-ზე მეტი ცხოვრობს შედარებით მცირე ზომის ქალაქებში, სადაც ნახევარ მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს.
ეს ევროპას უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს გახადოს ქალაქის ცხოვრება უფრო ჯანსაღი,ნათქვამია ახალ მოხსენებაში, რომელიც მომზადებულია ჯანმოს არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ოფისის მიერ, Gehl-ის დიზაინის სააგენტოსთან თანამშრომლობით.
ანგარიში „ურბანული დიზაინი ჯანმრთელობისთვის: ინსპირაცია ურბანული დიზაინის გამოსაყენებლად ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისათვის ჯანმოს ევროპის რეგიონში“ გამოქვეყნდა 2022 წლის 31 აგვისტოს,HEPA (ჯანმრთელობის ხელშემწყობი ფიზიკური აქტივობა) მე-11 კონფერენციის გახსნის სესიაზე,ნიცაში, საფრანგეთი.
ჯანსაღი არჩევანი ყველაზე ადვილი არჩევანი უნდა იყოს
შედარებით მცირე ზომის ქალაქებმა მეტად უნდა გამოიყენონ ურბანული დიზაინის ინსტრუმენტები და ჯანდაცვის ინტერვენციები მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ახალი ანგარიში განიხილავს ინოვაციურ და ეფექტურ გზებს ურბანულ გარემოში ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისთვის.
არსებობს ძლიერი კავშირი ურბანულ გარემოსა და არა გადამდებ დაავადებებს შორის, რომლებიც სიკვდილისა და შეზღუდული შესაძლებლობის ძირითადი მიზეზია მთელ მსოფლიოში.
ჯანსაღი საკვებსა და აქტიური ცხოვრების წესზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე მთელ მსოფლიოში.
იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ასწავლონ ადამიანებს საკვების „სწორი“ არჩევანისა და ფიზიკური აქტივობის უპირატესობების შესახებ,ქალაქებს შეუძლიათ განახორციელონ სტრატეგიები, რათა ეს არჩევანი ყველაზე ადვილი გახადონ, გვთავაზობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში.
ინსტრუმენტები უფრო ჯანსაღი ქალაქებისთვის
„თუ ჩვენ გვსურს ურბანული გარემოს გაუმჯობესება, რათა დავეხმაროთ ადამიანებს იცხოვრონ ჯანსაღად, პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა არის მოსახლეობის საჭიროებები.
ეს ჩვენ მოგვცემს მეტ ცოდნას, რათა უფრო ეფექტურად მოვახდინოთ ჯანსაღი ჩვევების ინტეგრაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - თქვა დოქტორმა კრემლინ ვიკრამასინჰემ, ჯანმოს არა გადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ოფისის ხელმძღვანელმა.
„მონაცემების შეგროვება და ადგილობრივ თემთან კავშირების დამყარება აუცილებელია ჯანსაღი ურბანული დაგეგმვისთვის“.
ანგარიშში წარმოდგენილია რამდენიმე ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ამ მიზანს სხვადასხვა გზით:
* მონაცემების შეგროვება იმის შესახებ,თუ როგორ გადაადგილდებიანა დამიანები ქალაქში.
* ადგილობრივი კვების ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს საკვების უსაფრთხოება.
* ჯანსაღი პოლიტიკის ეკონომიკური სარგებლის შეფასება.
* ინსტრუმენტები სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, მოქალაქეების პროცესშიჩასართავად
მონაცემების ანალიზი ჯანსაღიუ რბანული დაგეგმარების მიზნით.
მაგალითები რეალური ცხოვრებიდან
ბევრმა ქალაქმა უკვე გადადგა ნაბიჯები ურბანული ტრანსპორტის, მობილობისა და ქალაქების მწვანე სივრცეებთან წვდომის გაუმჯობესებისკენ. ანგარიშში მოცემულია პოზიტიური განვითარების ზოგიერთი მაგალითი.
კორკი, ირლანდია
კორკი სათამაშო ელემენტებს ნერგავს ქუჩის არქიტექტურაში ათი ახალი მცირე ზომის მოედნის მოწყობის გზით, რომელიც ითვალისწინებს გასართობ მოწყობილობებსა და დასაჯდომ ადგილებს.
ლისაბონი, პორტუგალია
ქალაქი ხელს უწყობს ჯანსაღი კვების განვითარებას ადგილობრივი პროდუქტების ქალაქის საჯარო სივრცეების ცენტრში განთავსებით, ხოლო ბავშვებს ასწავლის ბოსტნეულის მოყვანასა და ჯანსაღი კვების მნიშვნელობას.
ჩერეპოვეცი, რუსეთის ფედერაცია
წყალთან მისასვლელად სპეციალური მარშრუტების უზრუნველყოფა როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. ქალაქის ცენტრში ლურჯი და მწვანე სივრცეების შეერთებით, ეს ინტერვენცია მიზნად ისახავს ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობას ყველა ასაკისა და ჯგუფის ქალაქის მცხოვრებლებისთვის.
თბილისი, საქართველო
ქალაქი ახდენს თავის ქუჩების მოდერნიზებას, რათა ისინი ფეხით მოსიარულეებზე იყოს მორგებული. ქუჩის ახალი დიზაინი გამიზნულია თბილისის მთავარი გამოწვევების მოსაგვარებლად: ჰაერის ხარისხი, დაბალი ფიზიკური აქტივობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
ანგარიშში მოყვანილი ინსტრუმენტები და მაგალითები ხაზს უსვამს იმ ტიპის ქმედებებს, რომლებიც პოლიტიკის შემქმნელებსა და ქალაქ მგეგმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ შთაგონებისთვის, რათა გაიაზრონ არსებული ქალაქგეგმარება და გააუმჯობესონ თავიანთი ქალაქები.
ასევე დაგაინტერესებთ:
1792320471
საზოგადოებაშიო მესამე: ქრისტიანის სიყვარული ჩვეულებრივ სიყვარულს უნდა აღემატებოდეს და ყველა ადამიანზე უნდა ვრცელდებოდეს, მათ შორის მტრებზეც - ბოროტებას ბოროტებით არ უნდა ვუპასუხოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ბოროტების წახალისებას
კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე მიულოცა და სიყვარულზე იქადაგა. როგორც შიო მესამემ აღნიშნა, ადამიანი უნდა ეცადოს, რომ როგორც მოყვასი ისე მტერი უყვარდეს. ქადაგების დასრულების შ...
1792320032
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი საკუთარში ქარიშხალს მოიმკის, - ასე ეხმაურება საფრანგეთში მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში აზიარებს 2025 წლის ფოტოს...
1792319196
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ხუთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელზე: გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ
„პასუხისმგებლიანმა გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ - გავწმინდოთ პოლიტიკური სივრცე იმ აგენტურისგან, რომელთაც ძალიან კარგად დაარქვა საზოგადოებამ თავისი სახელი...
1792317391
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: პროცესი იქნება საჯარო, მოქალაქეები თავისი ყურით მოისმენენ არგუმენტებს, რაზე დაფუძნებითაც გვაქვს შედგენილი ეს სარჩელი
„სარჩელის მთავარი მიზანი არის ის, რომ პოლიტიკური ველი გასუფთავდეს აგენტურისგან და შესაბამისად, უფრო მეტი მოტივაცია მიეცეთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში და გაგვ...
1792312923
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალ...


























