გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი უწყება - „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების სააგენტო“, შეიქმნა
საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების სააგენტო“, შეიქმნა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სააგენტო სამინისტროს ცენტრალიზებული ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის, სატელეფონო ცენტრისა და სერვისების განვითარების მიმართულებების ინტეგრაციის შედეგად ჩამოყალიბდა. მისი მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომხმარებელთა მომსახურებისა და ციფრული სერვისების განვითარების ერთიანი ხედვისა და კოორდინირებული მართვის ჩამოყალიბება.
სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და სამინისტროს მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა. სააგენტო ასევე უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ადმინისტრირების ხელშეწყობას, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და სივრცითი მონაცემების მართვას, აეროგადაღებისა და მონიტორინგის განხორციელებას, სახელმწიფო სერვისების განვითარებასა და მათი მიწოდების პროცესების სტანდარტიზაციას, მომხმარებელთა სატელეფონო და ტექნიკურ მხარდაჭერას, ასევე სამინისტროს სისტემაში ერთიანი ციფრული და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირებასა და განვითარებას.
ახალი სააგენტოს შექმნა მნიშვნელოვნად შეამცირებს ფუნქციების დუბლირებას, დააჩქარებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების უფრო ეფექტიან და რაციონალურ გამოყენებას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შემდგომ განვითარებას.
ერთიან სტრუქტურაში აღნიშნული ფუნქციების კონსოლიდაცია შექმნის ცენტრალურ საინფორმაციო ჰაბს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების, ციფრული სერვისების, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და მომხმარებელთა მოთხოვნების მართვის ინტეგრირებულ სისტემას და ხელს შეუწყობს სამინისტროს სისტემაში თანამედროვე, ეფექტიანი და ერთიანი ციფრული მმართველობის განვითარებას.
ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების სააგენტოს ცოტნე ბუჩუკური უხელმძღვანელებს, რომელიც სააგენტოს შექმნამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
1784565529
სპორტიFIFA-მ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსოფლიო ჩემპიონატიდან 9 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა - CNBC
„2026 წელს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 19 ივლისს ფინალში ესპანეთის მიერ არგენტინის დამარცხებით დასრულდა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფინანსური გამარჯვებული თავად F...
1784564439
ახალი ამბებიდიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალუ...
1784562080
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...
1784560850
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: აშშ-დან ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი
„ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თ...
1784558297
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე ტრამპის წერილზე: ბოლო დღეებია პარადოქსულ სიტუაციას ვადევნებთ თვალყურს ოპოზიციის მხრიდან, ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული, რომ დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი, დღეს ისიც კი მოვისმინე, რომ თითქოს რაღაც გენერირებული წერილია
„ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული იმისთვის, რომ როგორმე დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავ...































