გაეთრიეთ აქედან თქვენი გაფართოებით, ნამდვილი აგრესორები ხართ - პუტინის მიმართვა NATO-ს
რუსეთს არ სურს კონფლიქტი უკრაინასთან, მაგრამ დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების უპირობო გარანტიები,- ამბობს პუტინი.
ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ ნატომ „მოატყუა“ რუსეთი იმით, რომ 1990 წელს დადებული შეთანხმება აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოებასთან დაკავშირებით დაარღვია. პუტინმა დასძინა, რომ მას შემდეგ ალიანსმა განახორციელა „გაფართოების ხუთი ტალღა“, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ შეთანხმებას.
გაეთრიეთ აქედან თქვენი გაფართოებით, ნამდვილი აგრესორები ხართ - ამ სიტყვებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების მიტაცებაში დაადანაშაულა. ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა Sky News-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო ლენინმა შექმნა, როცა საბჭოთა კავშირს აყალიბებდა, NATO კი მიცემულ პირობას არღვევს და აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებას გეგმავს.
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნამდვილი აგრესორია, დასავლეთი ყოველთვის ეძებდა გზებს რუსეთის გასანადგურებლად. მათ გაგვაცურეს, მოგვატყუეს NATO-ს გაფართოების ხუთი ტალღით და რაც მთავარია – რაც არ უნდა გავაკეთოთ, თქვენ ყოველთვის გამოხატავთ „შეშფოთებას“. გაეთრიეთ აქედან თქვენი „შეშფოთებებით“. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ, გვსურს, დარწმუნებული ვიყოთ ჩვენს უსაფრთხოებაში“, – განაცხადა პუტინმა. ჩვენ არ მივსულვართ შეერთებული შტატების საზღვრებთან რაკეტებით. ეს სწორედ შეერთებული შტატებია, რომელიც ჩვენი სახლის ზღურბლამდე მოვიდა თავისი რაკეტებით.
როგორ მოიქცეოდნენ ამერიკელები მათსა და კანადის, ან მექსიკა-აშშ-ს საზღვარზე რომ განგვეთავსებინა რაკეტები?! მექსიკასა და აშშ-ს ტერიტორიული საკითხები არ ჰქონიათ? ვის ეკუთვნოდა კალიფორნია? ტეხასი? ნუთუ დაგავიწყდათ? როგორც ჩანს, ყველაფერი მიჩუმდა და აღარავინ არაფერს იხსენებს ისე, როგორც ყირიმზე იხსენებენ, მშვენიერია.
ჩვენ კი არ ვცდილობთ, გავიხსენოთ თუ როგორ შეიქმნა უკრაინა. ვინ შექმნა ის? ვლადიმერ ილიჩ ლენინმა, როცა საბჭოთა კავშირს ქმნიდა – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1791982481
ახალი ამბებისამეგრელოში, სოფელ ალერტკარში კაცმა მამა-შვილი დაჭრა
სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში კაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახებს შორის წარსულში კონფლიქტი იყო. დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სა...
1791982196
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ. პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას - რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა მანანა კობახიძის მოთხოვნაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შ...
1791980295
საზოგადოებადიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას - გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ
„განულებული, დაცემული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ სუსტების, ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას! კარგი ის არის, რომ ასეთ ვირთხებს დროულად ვავლენთ“, - წერს „ქართულ...
1791977521
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე კარგი იქნებოდა თუ შეაფასებდა მისი ქვეყნის პრეზიდენტის ღია მხარდაჭერას სახელმწიფო გადატრიალების მიმართ, ჯერ აქ გააკეთოს კომენტარი და ეს შეაფასოს და მერე ილაპარაკოს საქართველოზე
„როდესაც ევროკომისრები მოლდოვას მოიყვანენ ხოლმე საქართველოსთან შედარებით უფრო წინ მყოფ ქვეყნად, რა თქმა უნდა ამ დროს ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებას და არა მოლდოვას საწინააღმდეგოდ“...
1791976016
საზოგადოებაზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება ALDE ავრცელებს, რომლის წევრიც ჯაფარიძის პარტიაა. ALDE-ს მიერ...


























