პრეშოვის მთავარეპისკოპოსი: ქართველ ხალხს გადაუტანია ომები, დევნა და აჯანყებები, მიუხედავად სირთულისა, შეძლეს, შეენარჩუნებინათ ქრისტიანული სარწმუნოება, როგორც იმედის წყარო, ტანჯვაში ძალა და ნათელი, რომელიც ეხმარებოდა გზის ხელახლა პოვნაში

„თავისი ისტორიის განმავლობაში ქართველ ხალხს არაერთხელ გადაუტანია ომები, დევნა და აჯანყებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა მათ თავისუფლებასა და სულიერ უწყვეტობას. მიუხედავად ამ ყველა სირთულისა, მათ შეძლეს, შეენარჩუნებინათ ქრისტიანული სარწმუნოება, როგორც მათი იმედის წყარო, ტანჯვაში ძალა და ის ნათელი, რომელიც ეხმარებოდათ გზის ხელახლა პოვნაში ყველაზე ბნელ დროშიც კი“, - განაცხადა პრეშოვის მთავარეპისკოპოსმა, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტმა, უნეტარესმა როსტისლავმა სვეტიცხოვლობას, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავზე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას.

 

„უწმინდესო და უნეტარესო, მეუფენო, აღმატებულებო, ძვირფასო ძმებო და დებო!

სვეტიცხოვლის უძველეს საკათედრო ტაძრის წმინდა თაღების ქვეშ, სადაც ქრისტიანთა უთვალავი თაობის ლოცვა ჟღერდა, დღეს ვიკრიბებით, რათა მადლობა შევწიროთ ყოვლადწმინდა სამებას იმ დიდი ძღვენისთვის, რომელიც ჩაისახა და მიეცა საქართველოს საკურთხეველ ქვეყანას ჩვიდმეტი საუკუნის წინ — ქრისტიანული სარწმუნოების ძღვენისათვის, რომელიც მისი სულიერი ცხოვრების საფუძველი და ისტორიული იდენტობის განუყოფელი ნაწილი გახდა.

უწმინდესო, ნება მომეცით, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, მისი სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, აგრეთვე პირადად ჩემი სახელით გამოვხატო გულწრფელი სიხარული იმისა, რომ შევძლებთ, მონაწილეობა მივიღოთ ამ არაჩვეულებრივ ზეიმში. ჩვენ თქვენთან მოვდივართ, როგორც ძმები, რომლებსაც აერთიანებთ ერთი მართლმადიდებელი სამოციქულო სარწმუნოება, ერთიანი წმინდა ზიარება და ჩვენი წმინდა მამების საერთო მემკვიდრეობა.

დღევანდელი საიუბილეო თარიღი გვაბრუნებს შორეულ 326 წელს, როდესაც მეფე მირიან III-ის მეფობის დროს ქრისტიანობა ქართლის სამეფოს სახელმწიფო რელიგია გახდა. ეს მოვლენა, რომელიც ნიკეის პირველი მსოფლიო კრების შემდეგ მალევე მოხდა, არ ყოფილა მხოლოდ მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ისტორიაში; მან დაუდო სათავე ახალ ფურცელს იმ ერის სულიერ ისტორიაში, რომელმაც შეიწყნარა სახარება და საუკუნეთა განმავლობაში მრავალი მძიმე განსაცდელის მიუხედავად, ერთგულად უმოწმებდა ქრისტეს.

თავისი ისტორიის განმავლობაში ქართველ ხალხს არაერთხელ გადაუტანია ომები, დევნა და აჯანყებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა მათ თავისუფლებასა და სულიერ უწყვეტობას. მიუხედავად ამ ყველა სირთულისა, მათ შეძლეს, შეენარჩუნებინათ ქრისტიანული სარწმუნოება, როგორც მათი იმედის წყარო, ტანჯვაში ძალა და ის ნათელი, რომელიც ეხმარებოდათ გზის ხელახლა პოვნაში ყველაზე ბნელ დროშიც კი.

ღვთის განსაკუთრებული სიყვარულითა და განგებით, წმინდა ნინოს დაუღალავმა სამოციქულო ღვაწლმა, რომელსაც ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა, ქრისტეს სახარების ნათლით განაბრწყინა მთელი მიწა. ჩვენთვის, ვინც ევროპის გულიდან მოვდივართ, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენს საკუთარ მიწებზეც ქრისტეს სარწმუნოება კიდევ ერთმა დიდმა ქალმა — წმინდა პრინცესა ლუდმილამ განაბრწყინა თავისი გულმოდგინე ძალისხმევით. მათი სარწმუნოებისა და სულიერი ავტორიტეტის ძალამ ჩაუყარა საფუძველი ჩვენს ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს.

ამიტომ, ნება მომეცით, ჩვენი ძმური სიყვარულისა და სულიერი სიახლოვის ნიშნად თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას გადმოვცე წმინდა ხატი, რომელიც შეიცავს წმინდა მოწამე ლუდმილას წმინდა ნაწილს. გთხოვთ, მიიღოთ იგი, როგორც ჩვენი სარწმუნოებრივი ზიარების ნიშანი და შეხსენება ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული სულიერი კავშირისა. დაე, ამ საჩუქარმა შეგახსენოთ, რომ მიუხედავად გეოგრაფიული მანძილისა და განსხვავებული ისტორიული გამოცდილებისა, ქრისტეში ჩვენ ყოველთვის ახლოს ვართ ერთმანეთთან.

დაე, წმინდა ლუდმილას მეოხება, წმინდა ნინოს მხურვალე ლოცვებთან ერთად, მუდამ თან სდევდეს ჩვენს ერებს, დაიცვას ჩვენი ოჯახები და წარუძღვეს ახალ თაობებს ქრისტეს შეცნობისკენ, რომელიც არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14:6). დაე, მათმა შუამდგომლობამ აგრეთვე შეგვწიროს ძალები ჩვენი ძმური ურთიერთობების განსამტკიცებლად, ურთიერთგაგების გასაღრმავებლად და მართლმადიდებლური სარწმუნოების სისავსის დასამოწმებლად ისეთ სამყაროში, რომელსაც ასე ძლიერ სჭირდება ერთობა და იმედი!“, - განაცხადა პრეშოვის მთავარეპისკოპოსმა, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტმა, უნეტარესმა როსტისლავმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791980295

საზოგადოება

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას - გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

„განულებული, დაცემული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ სუსტების, ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას! კარგი ის არის, რომ ასეთ ვირთხებს დროულად ვავლენთ“, - წერს „ქართულ...

დიმიტრი სამხარაძე

1791977521

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე კარგი იქნებოდა თუ შეაფასებდა მისი ქვეყნის პრეზიდენტის ღია მხარდაჭერას სახელმწიფო გადატრიალების მიმართ, ჯერ აქ გააკეთოს კომენტარი და ეს შეაფასოს და მერე ილაპარაკოს საქართველოზე

„როდესაც ევროკომისრები მოლდოვას მოიყვანენ ხოლმე საქართველოსთან შედარებით უფრო წინ მყოფ ქვეყნად, რა თქმა უნდა ამ დროს ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებას და არა მოლდოვას საწინააღმდეგოდ“...

ირაკლი ქადაგიშვილ

1791976016

საზოგადოება

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება ALDE ავრცელებს, რომლის წევრიც ჯაფარიძის პარტიაა. ALDE-ს მიერ...

პოლიტიკოსი

1791975355

საზოგადოება

თორნიკე ფაღავა საკონსტიტუციო სარჩელზე: არ შეიძლება ერთი ხელით წვავდე პარლამენტს, ცესკოს შენობასა და სასამართლოს და ამავდროულად გქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლო დემოკრატიული სიკეთეებით

თორნიკე ფაღავამ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის თარიღის დანიშვნას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული სარჩელი ძლიერი არგუმენტები...

თორნიკე ფაღავა

1791973819

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, მომავალი თაობისთვის, რომელიც შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე

ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბ...

შალვა პაპუაშვილი