გელზენკირხენში ბანკის მძარცველებმა 100 მლნ ევრო მოიპარეს
გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში ბოროტმოქმედებმა ბანკის, Sparkasse-ს ერთ-ერთი ფილიალი გაძარცვეს და იქიდან 100 მლნ-ზე მეტი ევრო მოიპარეს. ეს გერმანიის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ძარცვაა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ბოროტმოქმედებმა პარკინგის მხრიდან ბეტონის კედელი გაბურღეს და ბანკში ამ გზით შეაღწიეს. მძარცველებმა 3250 სეიფის 90% გატეხეს. ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენა რთულია, რადგანაც სათავსოთა ნაწილში მოთავსებული ძვირფასეულობის ოდენობა გასაიდუმლოებულია.
ბოროტმოქმედებს პოლიციამ ჯერ ვერ მიაგნო. პოლიცია აღიარებს, რომ ჯერ არცერთი რეალური ეჭვმიტანილი არ ჰყავს.
30 დეკემბერს ბოროტმოქმედებმა Sparkasse-ს კიდევ ერთ ფილიალში შეაღწიეს, რომელიც ქალაქ გალეში მდებარეობს. ამ ფილიალიდან მოპარული ფულის და ძვირფასეულობის ოდენობა უცნობია.
1767456623
მსოფლიოშვეიცარიის ხელისუფლების განცხადებით, კრან-მონტანაზე ხანძარი, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებზე დამაგრებულმა „შუშხუნებმა“ გამოიწვია
შვეიცარიის სათხილამურო კურორტ კრან-მონტანაზე ხანძარი, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებზე დამაგრებულმა „შუშხუნებმა“ გამოიწვია. წინასწარი გამოძიების შედეგებს ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. ბოლო მონაცე...
1767452082
მსოფლიონიკოლას მადუროს და მის მეუღლეს ნარკოტერორისტულ შეთქმულებასა და აშშ-ის საწინააღმდეგოდ დესტრუქციული მოწყობილობების შენახვისთვის წაუყენეს ბრალი
აშშ-ის გენერალური პროკურორის პამელა ბონდის განცხადებით, ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს სილია ფლორესს ნიუ იორკის სამხრეთ რაიონში ბრალი წაუყენეს. აშშ-ის გენერალური პროკურორის მტკიცებით, ნიკოლას მადუროს...
1767449139
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობის) მონაკვეთ...
1767448626
მსოფლიომადურო „დელტას“ სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აშშ-ის არმიის „დელტას“ სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა და ქვეყნიდან გაყვანა. ინფორმაციას CBS News ავრცელებს. როგორც ტელეარხი იუწყება, აღნიშნული სპეცდანიშნულების რ...
1767446372
მსოფლიოკაია კალასის მტკიცებით, ევროკავშირი ვენესუელაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება
„ევროკავშირი ვენესუელაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება“, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა. მისივე თქ...































