IRGC ამერიკულ ბაზებზე დარტყმით იმუქრება, თუ ამერიკელები ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას გააგრძელებენ
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ბაზებზე დარტყმით იმუქრება, თუ ამერიკელი სამხედროები ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებას გააგრძელებენ.
„აშშ-ის სამხედროებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, კონფლიქტი რეგიონში მათ ბაზებზეც გავრცელდება“, - ნათქვამია გვარდიის მიერ Sepah News-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ირანის გუშაგთა კორპუსში“ დასძენს, რომ „ეს სერიოზული გაფრთხილებაა“.
როგორც მედია წერს, ირანი აცხადებს კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე, სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტზე, რომლის გავლითაც თებერვალში ომის დაწყებამდე მსოფლიო ნავთობის მარაგების ერთი მეხუთედი გადიოდა.
ირანი რეგულარულად ესხმის თავს იმ გემებს, რომლებიც სრუტეში მისი ნებართვის გარეშე გადაადგილებას ცდილობენ.თუმცა, აშშ-ის სამხედროები სულ უფრო მეტი რაოდენობის გემს უწევენ ესკორტირებას ამ საზღვაო დერეფანში, რასაც ირანი თავდასხმების გააქტიურებით პასუხობს.
ირანის შეიარაღებული ძალების ცნობით, ღამით ამ ტერიტორიაზე გადაადგილების მცდელობისას, ოთხი გემი გახდა თავდასხმის სამიზნე.
ამავდროულად, ვაშინგტონი ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას აგრძელებს, რათა ქვეყნის ეკონომიკაზე ზეწოლა გააძლიეროს, მაშინ, როდესაც კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
ჰორმუზის სრუტეს ჩრდილოეთით ირანი, ხოლო სამხრეთით ომანი ესაზღვრება. ყველაზე ვიწრო მონაკვეთში მისი სიგანე მხოლოდ დაახლოებით 30 კილომეტრია. ეს უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტია იმ გემებისთვის, რომლებსაც სპარსეთის ყურის ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყნებიდან ნავთობი და ბუნებრივი აირი გადააქვთ.
1792668159
საზოგადოებალევან მაჭავარიანი დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე: ათას უბინძურეს ბრალდებას უყენებენ ხელისუფლებას, უშუალოდ ამ აქტორს პასუხები ექნება გასაცემი სასამართლოს წინაშე
„გამოძიებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს, თუ ვის დაკვეთას ასრულებს ეს შავბნელი „ასავალ-დასავალი“, როდესაც თვეების განმავლობაში ეწევიან კამპანიას, თითქოს ხელისუფლებამ დავით გარეჯი გაყიდა“, - ამის შესახებ ფრა...
1792666405
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე: ერთი მხრივ, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში, მეორე მხრივ – ეს არის თავდასხმა სასამართლოზე
ლევან მაჭავარიანი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის მოწოდებას საკონსტიტუციო სარჩელის უკან გაწვევის შესახებ საქართველოს საქმეებში შიდა ჩარევად აფასებს. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების...
1792663453
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივ...
1792662864
საზოგადოებასაქართველოს ეროვნული ბანკი თაღლითობის ახალი სქემის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
საქართველოს ეროვნული ბანკი თაღლითობის ახალი სქემის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. უწყების ცნობით, უცნობი პირები მოქალაქეებს ეროვნული ბანკის სახელით უკავშირდებია...
1792661218
საზოგადოებასაქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტამბოლის გლობალურ ფორუმზე სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
პაატა სალიამ სტამბოლში მიმდინარე გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ინიციატივით ტარდება, - ინფ...


























