გერმანული მედია: უკრაინელი სამხედროები ხელმძღვანელობას უაზრო ბრძანებების გაცემაში ადანაშაულებენ

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა უაზრო ბრძანებებს გასცემს, რომლებმაც არმია გაანადგურა. სტატიას ამ შინაარსით გერმანული გამოცემა SZ ავრცელებს.
ერთ-ერთი უკრაინელი მებრძოლის თქმით, უკრაინის არმია კოლაფსის პირასაა და ხშირად იძულებულია შეასრულოს გენერალური შტაბის პოპულისტური ბრძანებები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ფრონტზე არსებულ რეალობასთან.
დანაკარგები უზარმაზარია, ხელისუფლება ცდილობს ამის დამალვას. უკრაინის არმიამ ჩვენს თვალწინ „წონაში დაიკლო“ და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, წერს გამოცემა.
როგორც SZ იუწყება, უკრაინელი ოფიცრის არცერთ პოსტს არ გამოუწვევია ისეთი რეაქცია, როგორიც უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ბრიგადის პირველი ბატალიონის მეთაურის, ალექსანდრე შირშინის Facebook პოსტმა გამოიწვია. 47-ე ბრიგადა იმ დანაყოფებს შორისაა, რომლებიც 2022-2023 წლებში დასავლელი ჯარების დახმარებით რეფორმირებულნი და ფრონტის ზოგიერთ ცხელ წერტილში გაგზავნილნი არიან.
16 მაისს, ბატალიონის მეთაურმა შირშინმა, კოდური სახელით „გენიოსი“, თავის Facebook გვერდზე მკვეთრად კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა. „არასდროს მიმიღია ისეთი იდიოტური ბრძანება, როგორც დღევანდელია... სიცოცხლის უაზროდ დაკარგვა და სულელი გენერლების წინაშე კანკალი მხოლოდ წარუმატებლობამდე მიგვიყვანს. მათ მხოლოდ გაკიცხვა, გამოძიება და სასჯელის დაწესება შეუძლიათ. ყველა შეიძლება ჯოჯოხეთში მოხვდეს. პოლიტიკურ თამაშებს და სიტუაციის შეფასებას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან ან შესაძლებლობებთან“, - გაბრაზდა ბატალიონის მეთაური და თავისი პოსტი ირონიული სიტყვებით დაასრულა: „გმადლობთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურო შტაბო! იმედი მაქვს, თქვენი შვილებიც ქვეითთა ჯარში მოხვდებიან და თქვენს ბრძანებებს შეასრულებენ“.
შირშინმა, ამ პოსტით თანამდებობა დატოვა. გენერალური შტაბი კი მოკრძალებულად დაჰპირდა ბრალდებების გამოძიებას.
1749586721
ახალი ამბები11 ივნისს თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 11 ივნისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს: ისნის რაიონი ქსელში გადართვე...
1749585718
ახალი ამბებიპეტრე ცისკარიშვილი: ჩვენს ქვეყანაში, უკრაინაში, ბანგლადეშში, სირიაში, ყველგან გვინახავს და ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გადაცემაში „რეაქცია“ წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ ხდება ხელისუფლების დამხობა „ბოიკოტს ვინარჩუნებთ და ვაგრძელებთ ამ რეჟიმს თუ სხ...
1749584699
ახალი ამბებიმილანის მერი: ევროპა საქართველოს უყურებს ყურადღებით, მუდმივად გვინდა, სოლიდარული ვიყოთ თქვენ მიმართ, ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობის იდეები ძალიან გულწრფელია
თქვენი წარმომადგენლობა საკმაოდ დიდი ხანია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოს დიდი დიასპორა ჰყავს იტალიაში, ეს მნიშვნელოვანი თემია, მნიშვნელოვანი, აქტიური დიასპორაა და ეს დიასპორა გვეხმარება მილ...
1749582517
ახალი ამბებიპრემიერი: 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად
2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად და, რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...
1749581670
ახალი ამბებიპრემიერი: დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ჩვენ დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა ასევე გვესმის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ...