მამუკა მდინარაძე „ლელოს“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: ამ გადაწყვეტილების საფუძველი არის ერთადერთი რამ, ერთი სიტყვაა პასუხი - დავალება, რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ

„ამ გადაწყვეტილების საფუძველი არის ერთადერთი რამ, ერთი სიტყვაა პასუხი - დავალება. რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. გარედან ეტყვიან რომ მიიღეთ მონაწილეობა, მიიღებენ მონაწილეობას, ეტყვიან, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა, არ მიიღებენ მონაწილეობას“,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის შეკითხვას „ლელოს“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას ფაქტობრივად არანაირი რესურსი აღარ გააჩნია ქვეყნის შიგნით.

„ახლა უნდა გაყონ შეინარჩუნონ გმირ აგენტებად - „ნაცმოძრაობა და „ახალი“ დღეს ეს ჩანს, შეიძლება შეიცვალოს, რომელსაც ეტყვიან და არ მიიღებს მონაწილეობას, ნაკლებად გმირები იქნებიან, რომლებმაც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ 2 % მაინც წაართვას -„ლელო“ „გახარია“ და ეს აგენტურის სხვა მიმართულებაა სხვა ფრთაა.

შესაბამისად, რასაც დაავალებენ იმას იზამენ. მთავარია ჩვენ ყველამ ვიცით, გაიშიფრნენ თავიდან ბოლომდე, რომ გარე რესურსების, როგორც ფულადი, ისე ზეპირი განცხადებების დონეზე დაყვანილი რესურსების გარდა, მათ არანაირი რესურსი ამ ქვეყანაში, ქვეყნის შიგნით, არ გააჩნიათ. წარმოიდგინეთ თანაბარ პირობებში კი არა, ნახევარი მსოფლიო, რომ მხარს უჭერდა არარეალური გარემოებებით ფაქტობრივი უზუსტობებით გაკეთებული განცხადებებით, რეზოლუციებით, აქ ვერ გვიქნეს ვერაფერი და თანაბარ მდგომარეობაში, საქართველოს შიგნით, რა არჩევნებში უნდა შემოვიდნენ რაზეა საერთოდ საუბარი. რესურსი აქვთ ნული, პრაქტიკულად არარსებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, საქართველოში სამწუხაროდ აღარ დარჩა ოპოზიცია, რომელიც მოვა და დაგელაპარაკება საქმეზე.

„საქართველოში სამწუხაროდ, აღარ დარჩა ოპოზიცია, რომელი ოპოზიციაც მოვა და დაგელაპარაკება საქმეზე. საპარლამენტო ოპოზიცია გვყავს ესეც გარკვეული, ჩვენი წიაღიდან გამოსული ადამიანები არიან აღქმა მათ მიმართ ოპოზიციის მაინცდამაინც არ არის, იმიტომ რომ ჩვენთან იყვნენ გუშინ და ბუნებრივია, ადამიანებს მაინცდამაინც დიდი რწმენა იმის რომ ესენი არიან მთავარი ოპოზიციონერები არ აქვს, ეს ბუნებრივი ამბავია. ესენიც საქმიან თემებზე ლაპარაკობენ, რომელ თემებზე საუბარიც საერთოდ არ არის სიყვითლის არარსებობის გამო გარკვეული მედია საშუალებებისთვის საინტერესო და რჩება ეს საუბარი და საქმე კულისებში, საქმე კეთდება და აქეთ მიდის გნიასი ოპოზიციურ-ნაცურ მედიაში აგენტურის. ეს არის სულ, ვიღაცას დაავალებენ მიიღებს მონაწილეობას, ვიღაცას დაავალებენ არ მიიღებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780944615

საზოგადოება

პრემიერი: კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით

საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, არის აბსოლუტურად ცხადი, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო...

ირაკლი კობახიძე

1780944557

საზოგადოება

პრემიერი: უკრაინას ამართლებს ომი, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, მოლდოვაში ხომ არ არის ომი? იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას?

უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პო...

ირაკლი კობახიძე

1780944468

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი და თანამშრომლობა ჩვენს სომეხ კოლეგებთან

ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის...

მაკა ბოჭორიშვილი

1780942799

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ. სამწუხაროა, რომ არც ერთი შესწორება, რომელიც მიზნად ისახავდა დოკუმენტის გაჯანსაღებას, სიმართლესთან დაახლოებას, არ იყო გათვალისწინებული

ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ. გვქონდა შესაძლებლობა, თვალი გვედევნებინა იმ პროცესისთვის, რომელიც მიმდინარეობდა ევროპარლამენტში ამ ანგარიშზე მუშაობისას, სამწუხაროა, რომ ა...

მაკა ბოჭორიშვილი

1780942146

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სხდომაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლე...

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა