ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ მოპარული მარცვლეულის შესახებ მტკიცებულებები ვერ წარადგინა

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ გემი, რომელიც ისრაელის პორტში უნდა შესულიყო, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული ხორბლით იყო დატვირთული.

„უკრაინამ 28 აპრილს, საღამოს სამართლებრივი დახმარების შესახებ თხოვნით მოგვმართა, თუმცა მიმართვაში არსებითი, ფაქტობრივი უზუსტობები იყო და ის მტკიცებულებებს არ შეიცავდა. ისრაელის პოლიციამ უკრაინის პროკურატურას მიმართა თხოვნით, მოეწოდებინა დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები, როგორც ამას ისრაელის კანონმდებლობა ითხოვს. ამასთან ერთად, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გემმა რომელიც მომავალ კვირას პორტში უნდა შემოსულიყო, ისრაელის ტერიტორიული წყლები დატოვა. ისრაელი კანონის უზენაესობას იცავს და ხელისუფლება ყოველთვის იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 27 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგან განაცხადა, რომ ისრაელის პორტში შესასვლელად ემზადება გემი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულით არის დატვირთული. სიბიგას მისმა ისრაელელმა კოლეგამ, გიდეონ საარმა უპასუხა და აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს აღნიშნული ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777554567

საზოგადოება

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს - კომისია დასკვნას 1 მაისს წარადგენს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანიების მონაწილეობით, საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის...

შოთა ბერეკაშვილ

1777554567

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6916 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარი, ვალუტა

1777552876

ახალი ამბები

ვოლსკი: ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს, ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ, რასაც აღარც მალავენ

ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან იმაზე, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს. ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ და ამას აღარც მალავენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე...

გია ვოლსკი

1777551400

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, მშვიდობა არის შედეგი, ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი

„მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში...

შალვა პაპუაშვილი

1777550474

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისც...

შალვა პაპუაშვილი