შალვა პაპუაშვილი: მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, მშვიდობა არის შედეგი, ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი
„მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში იძენს თავდაცვის ძალები თავის სრულ მნიშვნელობას: ისინი არა მხოლოდ იცავენ ქვეყანას, არამედ არიან მშვიდობის გარანტი. მყარი ზურგი, რომელიც თავდაცვის ძალების სახით გააჩნია სახელმწიფოს, მოქნილს ხდის ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის ნაბიჯებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალები დღეს არის თანამედროვე, პროფესიონალური და განვითარებისკენ მიმართული ინსტიტუტი.
„ჩვენს სამხედროებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ და ამავდროულად, ყოველდღიურად იცავენ ჩვენს მიწას. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს, დიდი პატივი.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 35 წლის იუბილეს - გზას, რომელიც დაიწყო 1991 წლის 30 აპრილს, პირველი გაწვევითა და სამხედრო ფიცით, და გადაიქცა ძლიერ, პროფესიონალურ და ღირსეულ ძალად, რომელიც დღეს იცავს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას.
დღევანდელი თარიღი კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - 1700 წელს მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. ეს იყო მოვლენა, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი იდენტობა, მისი კულტურა, ფასეულობები და ისტორიული გზა.
ქრისტიანულმა რწმენამ გვასწავლა ერთობა, თავგანწირვა, სიმტკიცე და მოყვასის სიყვარული - ის ფასეულობები, რომლებიც დღემდე ცოცხლობს ქართულ ჯარში. სწორედ ამ სულიერ საფუძველზე დგას ჩვენი მებრძოლის გმირული სულისკვეთება, რწმენა, რომ სამშობლოს დაცვა არის არა მხოლოდ მოვალეობა, არამედ მაღალი ზნეობრივი აქტი.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამხედროების ოჯახებს. თქვენი სიმტკიცე და მხარდაჭერა არის ის უხილავი საყრდენი, რომელზეც დგას ჩვენი არმია.
დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოსთვის. მათი თავგანწირვა არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული. მათი ხსოვნა გვავალდებულებს, ვიყოთ ღირსეული, გავუფრთხილდეთ თავისუფლებას და გავაგრძელოთ დაწყებული საქმე.
თავდაცვის ძალები არის საქართველოს სიმტკიცის, ერთიანობისა და მომავლის რწმენის სიმბოლო. თქვენი სამსახური გვახსენებს, რომ თავისუფლება არ არის მოცემულობა, ის ყოველდღიური ბრძოლის, შრომისა და მზადყოფნის შედეგია. ჩვენი ვალია, ეს ბრძოლა იყოს გააზრებული, ერთიანი და შეუვალი.
გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! დიდება ქართველ მებრძოლებს!
დიდება საქართველოს!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1777549946
ახალი ამბებივოლსკი: ჩვენ ვესწრაფვით აშშ-თან სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც იქნება შინაარსით დატვირთული, ორმხრივი ურთიერთობის კუთხით, ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები მისასალმებელია
ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ჩვენი ინტერესებიდან და გადმოსახედიდან საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით, ამერიკასთან ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები მისასალმე...
1777548161
ახალი ამბებიკახა კალაძე პოლონეთის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის გადაცემაზე: გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში, რომელიც პოლონეთის მეგობარი ქვეყანაა, შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე
„პოლონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და გულდასაწყვეტია, როდესაც ამ ტიპის ქმედებებს აქვს ადგილი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქართულენოვანი საინფორმ...
1777545003
ახალი ამბებილევან მახაშვილი: საზოგადოებაზე პროპაგანდისტული ძალმომრეობა მიუღებელია, პოლონეთი ამ პროცესების წინა ხაზზე აღმოჩნდა, რატომ დებს ამხელა რესურსს, საზოგადოებამ განსაჯოს
არ დამეზარა და ამ არხის პირველი სიუჟეტი ვნახე, ძნელია, ამ ყველაფერს ჟურნალისტიკა უწოდო, მით უმეტეს, მიუკერძოებელი, პროპაგანდისტული მცდელობა ვნახეთ, რომ ეკლესიის რეპუტაცია დაეზიანებინათ და მეუფეებისთვი...
1777544269
ახალი ამბებილევან მახაშვილი: მოვლენებს წინ აღარ გავუსწრებ და არ ვიტყვი, რა, როგორ იქნება, მაგრამ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები აღდგენილია
მოვლენებს წინ აღარ გავუსწრებ და აღარ ვიტყვი, რა და როგორ იქნება, მაგრამ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები აღდგენილია, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯ...
1777544238
ახალი ამბებინინო წილოსანი ნავთობკომპანიებს: მომხმარებელი, რომელიც ყოველდღიურად ასხამს საწვავს და რომლისთვისაც ის ფასი, რომელიც თქვენ გაქვთ, არ აქვს მნიშვნელობა, რომ ევროპულ ქვეყნებზე მეტი არ არის
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც ნავთობკომპანიების მონაწილეობით საწვავის ბაზრის სტრუქტურ...






























