ისრაელის საგარეო უწყება აცხადებს, რომ პალესტინის აღიარება ძირს უთხრის მომავალ მშვიდობას და აძლიერებს „ჰამასს“

„ისრაელი კატეგორიულად უარყოფს დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გაკეთებულ ცალმხრივ განცხადებას“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის მიერ აღიარების ოფიციალური დეკლარაცია „რეგიონში კიდევ უფრო მეტ დესტაბილიზაციას ქმნის და მომავალში მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევის შანსებს ძირს უთხრის“, - აცხადებს სამინისტრო X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ისრაელის განცხადებით, აღიარება „არა მხოლოდ აჯილდოებს ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელთა ყველაზე მასშტაბურ ხოცვა-ჟლეტას ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, რომელიც მოუწოდებს და მოქმედებს ისრაელის განადგურებისკენ, არამედ აძლიერებს იმ მხარდაჭერას, რომლითაც „ჰამასი“ სარგებლობს“.
სახელმწიფოებრიობა საბოლოო სტატუსის საკითხად უნდა დარჩეს და არ უნდა იყოს მოწყვეტილი მშვიდობას, აცხადებს სამინისტრო და დასძენს, რომ პალესტინის ხელისუფლებამ არ შეაჩერა წაქეზება, ტერორისტების დაჯილდოება და არც ტერორთან იბრძოლა სათანადოდ. „პალესტინის ხელისუფლება პრობლემის ნაწილია და არა გადაწყვეტის“, აცხადებს ისრაელის საგარეო უწყება.
„ისრაელი არ მიიღებს არცერთ ცალკეულ და წარმოსახვით ტექსტს, რომელიც ცდილობს, აიძულოს იგი, აღიაროს დაუცველი საზღვრები“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ადგილობრივი ამომრჩევლისკენ მიმართული პოლიტიკური ჟესტები ახლო აღმოსავლეთს მხოლოდ აზიანებს და არ არის სასარგებლო. ამის ნაცვლად, თუ ამ დეკლარაციის ხელმომწერ ქვეყნებს ნამდვილად სურთ რეგიონის სტაბილიზაცია, მათ ყურადღება „ჰამასის“ მიმართ ზეწოლაზე უნდა გაამახვილონ, რათა მან გაათავისუფლოს მძევლები და დაუყოვნებლივ განიარაღდეს“.
1758468291
საზოგადოებაბათუმის სანაპიროს დასუფთავების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ბათუმში ძლიერი შტორმის შედეგად ზღვის სანაპიროზე დიდი რაოდენობით ხის ნარჩენები გამორიყა, რამაც მასშტაბური დაბინძურება გამოიწვია, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ინფ...
1758466576
მსოფლიოვიქტორ ორბანი - ევროკავშირი უკვე დაიშალა, ევროპელმა ლიდერებმა, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ლილიპუტები არიან, ერთად აქციეს ევროკავშირი გაკოტრებულ ბლოკად
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკვე დაიშალა. ორბანის თქმით, ევროპა, რომელსაც აქამდე იცნობდნენ და უყვარდათ, დასრულდა. „ევროკავშირი უკვე დაიშალა. ფინანსური კრიზისის,...
1758465382
საზოგადოებაკახა კალაძე დიდუბის რაიონის ამომრჩეველს შეხვდა - მარტო არ ვარ ამ ბრძოლაში, პირველ რიგში, მაქვს თქვენი, თბილისელების მხარდაჭერის იმედი და თქვენც გქონდეთ ჩემი იმედი
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, განაგრძობს შეხვედრებს მოსახლეობასთან. დღეს კახა კალაძე დიდუბის რაიონის მცხოვ...
1758463714
მსოფლიოკანადამ, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარეს
კანადამ, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ განაცხადეს. კანადა „დიდი შვიდეულის“ პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ მ...
1758462338
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტის მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი. პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს ამ მნიშვნელოვან ფორუმზე და იქნება მსჯელობა ყველა იმ ძირითად არსებით საკითხებზე, რაც აწუხებს ჩვენს ქვეყანას
საერთაშორისო ფორუმებზე მონაწილეობა წარმოადგენს ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა. მან ამგვარად შეა...