ნინო წილოსანი: „ვოუქიზმი“, რომელიც აშშ-ში დაიბადა, მოდიოდა დაახლოებით 100 წლის წინანდელი პროცესებიდან, როდესაც ის ანტი რასისტული მოძრაობით ხასიათდებოდა, უახლოეს დეკადაში მან სრულებით შეიცვალა ფორმა და ის გახდა ძალიან აგრესიული

 „ვოუქიზმი“, რომელიც აშშ-ში დაიბადა, მოდიოდა დაახლოებით 100 წლის წინანდელი პროცესებიდან, როდესაც ის ანტი რასისტული მოძრაობით ხასიათდებოდა, თუმცა უკვე უახლოეს დეკადაში მან სრულებით შეიცვალა ფორმა და ის გახდა ძალიან აგრესიული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

„გამოხატვის ფორმები, ეს არის საწინააღმდეგო მოსაზრების მქონე ადამიანების ჩაქოლვა, ბულინგი, იმგვარი პროტესტი, რომ ამ ადამიანებს არ შეეძლოთ თავისი მოსაზრების გამოხატვა, სხვადასხვა კამპანიური ხასიათის თავდასხმები და შესაძლოა უკვე ფიზიკური თავდასხმებიც, რომელიც მაგალითად გამოიხატა მოძრაობა „ანტიფას“ სახით.

ეს არის მოძრაობა, რომელსაც არ ჰყავს ლიდერი და თუ დააკვირდებით ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. თითქოს ლიდერების გარეშე, გულანთებული ადამიანების ერთობაა, თუმცა თითოეულ ამ ადამიანს აქვს თავისი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური წარმომავლობა, მათ შორის წარმომავლობა დაფინანსების კუთხითაც. ვიცით, რომ ძალიან კარგად დაფინანსებული და ორგანიზებული, კარგად დატრენინგებული ჯგუფია. ჩვენ ვხედავდით, რომ როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც ეს ორგანიზაცია აქტიურად გადადის პოლიციასთან დაპირისპირებაში, ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი, რომ ანარქისტულ სახეს ატარებენ.

ჩვენ ახლა ძალიან გვეხმარება დონალდ ტრამპის პოლიტიკა და ამერიკის ზოგადი პოლიტიკა, რომ მაქსიმალურად ებრძოლონ იმ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს, რომელსაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებია ახორციელებენ და ალბათ ჩვენი საზოგადოებაც ხედავს, რომ ჩვენი კანონმდებლობა, პოლიტიკის აღსრულება, პრემიერ-მინისტრის განცხადებები და დამოკიდებულება სრულად ასახავს იმ თანამედროვე მიმართულებას, რომ არავითარ შემთხვევაში, არავის არ უნდა მიეცეს, ვითომ კეთილშობილური იდეის საფარქვეშ გაიბრძოლოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758476419

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ჩავიდა

 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მიხეილ ყაველაშვილის თვითმფრინავი ნიუ-იორკში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლე...

მიხეილ ყაველაშვილი:

1758474185

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე: ჩვენი მხრიდან ცალსახად ხაზი გაესვა ჩვენს მოტივაციას და ჩვენს მიზანს, რომ გავზარდოთ პირდაპირი ინვესტიციები საამიროებიდან საქართველოს მიმართულებით

 ჩვენს ქვეყანაში ამხელა მოცულობის ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა. ექვსი მილიარდიდან, ექვს ნახევარ მილიარდ დოლარამდე მერყეობს ინვესტიციის მოცულობა, რომელიც გულისხმობს ორი უმსხვილესი პროექტის განხო...

მარიამ ქვრივიშვილი

1758470966

მსოფლიო

ისრაელის საგარეო უწყება აცხადებს, რომ პალესტინის აღიარება ძირს უთხრის მომავალ მშვიდობას და აძლიერებს „ჰამასს“

 „ისრაელი კატეგორიულად უარყოფს დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გაკეთებულ ცალმხრივ განცხადებას“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხა...

ისრაელი

1758469686

საზოგადოება

კახა კალაძე ჩუღურეთის რაიონის ამომრჩეველს: ძალიან მეამაყება, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ასე ძლიერად ვართ წარმოდგენილი და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება, თქვენი, ჩვენი მხარდამჭერებისა და თანამებრძოლების დამსახურებაა

 მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ, როგორი შემართება და დიდი მუხტია. ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“ დღეს ასე ძლიერად ვართ წარმოდგენილი და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურ...

კახა კალაძე

1758468365

სპორტი

„ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტის თარიღი ცნობილია

 „ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტის თარიღი ცნობილია. გამოცემა „დეილი მეილის“ ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე ინგლისურ გრანდში 23 სექტემბერს, კარაბაოს თასზე გასამართ შეხვედრ...

მამარდაშვილი