მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე: ჩვენი მხრიდან ცალსახად ხაზი გაესვა ჩვენს მოტივაციას და ჩვენს მიზანს, რომ გავზარდოთ პირდაპირი ინვესტიციები საამიროებიდან საქართველოს მიმართულებით

ჩვენს ქვეყანაში ამხელა მოცულობის ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა. ექვსი მილიარდიდან, ექვს ნახევარ მილიარდ დოლარამდე მერყეობს ინვესტიციის მოცულობა, რომელიც გულისხმობს ორი უმსხვილესი პროექტის განხორციელებას გონიოსა და დედაქალაქში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის შეჯამებისას.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ამ ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკის სტაბილურ, მდგრად განვითარებაზე, ასევე დასაქმებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე უდიდესი გავლენა ექნება.
„ჩვენი მხრიდან ცალსახად ხაზი გაესვა ჩვენს მოტივაციას და ჩვენს მიზანს, რომ გავზარდოთ პირდაპირი ინვესტიციები საამიროებიდან საქართველოს მიმართულებით. ბევრი ვისაუბრეთ ტურიზმის, ავიაციის და სხვა მომიჯნავე სექტორების განვითარებაზე და ვფიქრობ, რომ აღნიშნული ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან ფუნდამენტს შექმნის უახლოეს მომავალში ხელშესახები შედეგების მისაღებად.
ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველოს, როგორც ქვეყნის, განვითარების გზა ფასდება ძალიან დადებითად. ის, რომ საქართველომ შეძლო და შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ის, რომ გასულ წელს 9,4% იყო ეკონომიკური ზრდა, ორი წლის წინ კი 9,7% და ის, რომ მიმდინარე წელს პირველი 8 თვის განმავლობაში 8%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ცხადყოფს იმ სწორ პოლიტიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. რა თქმა უნდა ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ინვესტორებს უჩნდებათ ძალიან დიდი ნდობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი თბილისში ვიზიტით 19 სექტემბერს იმყოფებოდა. იგი პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ასევე შეხვდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
1758476543
საზოგადოებაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: ბოლო პერიოდში რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალს, თითქოს კიდევ უფრო აშკარა გახდა ღია მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ, თითქოს მათი რიტორიკა უფრო გამკაცრდა და შეიცვალა
ბოლო პერიოდში რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალს, თითქოს კიდევ უფრო აშკარა გახდა ღია მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ. თითქოს მათი რიტორიკა უფრო გამკაცრდა და უფრო შეიცვალა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის...
1758476419
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ჩავიდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მიხეილ ყაველაშვილის თვითმფრინავი ნიუ-იორკში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლე...
1758470966
მსოფლიოისრაელის საგარეო უწყება აცხადებს, რომ პალესტინის აღიარება ძირს უთხრის მომავალ მშვიდობას და აძლიერებს „ჰამასს“
„ისრაელი კატეგორიულად უარყოფს დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გაკეთებულ ცალმხრივ განცხადებას“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხა...
1758469686
საზოგადოებაკახა კალაძე ჩუღურეთის რაიონის ამომრჩეველს: ძალიან მეამაყება, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ასე ძლიერად ვართ წარმოდგენილი და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება, თქვენი, ჩვენი მხარდამჭერებისა და თანამებრძოლების დამსახურებაა
მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ, როგორი შემართება და დიდი მუხტია. ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“ დღეს ასე ძლიერად ვართ წარმოდგენილი და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურ...
1758468365
სპორტი„ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტის თარიღი ცნობილია
„ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტის თარიღი ცნობილია. გამოცემა „დეილი მეილის“ ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე ინგლისურ გრანდში 23 სექტემბერს, კარაბაოს თასზე გასამართ შეხვედრ...