კახა კალაძე დიდუბის რაიონის ამომრჩეველს შეხვდა - მარტო არ ვარ ამ ბრძოლაში, პირველ რიგში, მაქვს თქვენი, თბილისელების მხარდაჭერის იმედი და თქვენც გქონდეთ ჩემი იმედი

 პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, განაგრძობს შეხვედრებს მოსახლეობასთან.

დღეს კახა კალაძე დიდუბის რაიონის მცხოვრებლებს მუშტაიდის ბაღში შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

კახა კალაძემ, მოსახლეობას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობისა და თბილისობის დღესასწაულები მიულოცა.

თბილისის მერობის კანდიდატმა ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რის წინაშეც ქვეყანა დღეს იმყოფება.

„თბილისი ამ დღეებში კიდევ უფრო განსაკუთრებული და ლამაზია. მიხარია, რომ უამრავ ადამიანს ვხვდებით ქუჩაში, ვინც მადლიერებას, მხარდაჭერას გამოხატავს. მადლობა აქ მობრძანებისთვის. მე ძალიან ამაყი ვარ და მიხარია, რომ ამდენ თანამებრძოლს ვხედავ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა სისხლითა და ბრძოლით მოიპოვეს. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დავიცვათ თითოეული თქვენგანის და ჩვენი შვილების მომავალი და ინტერესები.

ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები, მაგრამ, პირდაპირ ვიტყვი, ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მეგობრობა, რასაც მოგვიწოდებენ. არ არის მეგობრობა, როდესაც მოგიწოდებენ ქვეყანაში გახსნა მეორე ფრონტი.

საქართველო ჩვენი ოჯახია და, პირველ რიგში, ქართველებმა უნდა მივხედოთ. არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, ვინც არ უნდა იყოს, რომ თავიანთი ინტერესები თავს მოგვახვიონ და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ გათელონ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მომავალშიც გაგრძელდება ბრძოლა მშვიდობის შესანარჩუნებლად.

„ჩვენ გავაგრძლებთ ბრძოლას ქვეყნის დასაცავად, გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა. გრძელვადიან მშვიდობას მოაქვს ეკონომიკური განვითარება და ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. კეთილდღობა უნდა შევიდეს თითოეულ ოჯახში. რომ არა მშვიდობა, დღეს ჩვენ აქ ვერ შევიკრიბებოდით და ვერ ვისაუბრებდით ქალაქის განვითარებაზე.

ხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში თბილისში რამდენი კარგი პროექტი განხორციელდა ყველა მიმართულებით – პარკები, სკვერები, რეკრეაციული არეალები, გზების, გამზირების მოწესრიგება, ახალი ბაღების მშენებლობა, ჯანდაცის, სოციალური მიმართულების პროგრამები. თუმცა, არ იფიქროთ, რომ ამით კმაყოფილები ვართ. ბევრი კარგი რამ გაკეთდა, მაგრამ უამრავი გამოწვევაა, უამრავი პრობლემა დგას დღეს დედაქალაქში და ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ამ პრობლემებს მიხედოს და გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ეს არის აქ წარმოდგენილი ჩვენი გუნდი”, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის თქმით, მას აქვს თანაქალაქელების მხარდაჭერის იმედი.

„ცხადია, მე მარტო არ ვარ ამ ბრძოლაში. პირველ რიგში, მაქვს თქვენი – თბილისელების მხარდაჭერის იმედი და თქვენც გქონდეთ ჩემი იმედი. მე ძალიან ვუფრთხილდები ამ სიყვარულსა და პატივისცემას, რაც გაქვთ ჩემს მიმართ და მე შემიძლია მხოლოდ კარგი პროექტებითა და გაკეთებული საქმეებით დაგიბრუნოთ ეს პატივისცემა. მე არ დავიღლები ამ ქალაქის სამსახურში და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა საშუალება ვემსახურო ჩემს თბილისსა და თბილისელებს. ხშირად ისმის, რომ კახა კალაძე უალტერნატივოა და აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ არა, თქვენს გარეშე ვერ გავიმარჯვებთ, მეგობრებო”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან მოუწოდა მხარდამჭერებს, რომ 4 ოქტომბერს მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, რათა შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და ვერაფერმა შეუშალოს ხელი ქალაქის აღმშენებლობისა და განვითარების მომდევნო ოთხწლიან პერიოდს.

„მშვიდობა საქართველოს -მეტი სიკეთე თბილისს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი და დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758462338

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტის მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი. პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს ამ მნიშვნელოვან ფორუმზე და იქნება მსჯელობა ყველა იმ ძირითად არსებით საკითხებზე, რაც აწუხებს ჩვენს ქვეყანას

 საერთაშორისო ფორუმებზე მონაწილეობა წარმოადგენს ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა. მან ამგვარად შეა...

დავით მათიკაშვილი

1758460327

ახალი ამბები

მეუფე შიო: ღვთისმშობელი ყველასთვის არის, მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება, მას ყველა შვილი უყვარს და ყველასთვის ევედრება თავის საღვთო ძეს

 „ღვთისმშობელი ყველასთვის არის: კეთილისთვის თუ ბოროტისთვის, ძლიერისთვის თუ სუსტისთვის, მორწმუნისთვის თუ მცირედმორწმუნისთვის. მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება...

აა

1758459290

საზოგადოება

კახა კალაძე პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტზე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან

 თბილისის მერი მედიასთან პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე მისი სიტყვით გამოსვლა კარგი შანსია მსოფლიოსთვის სიმართლის გას...

კახა კალაძე:

1758459171

საზოგადოება

გრძელიშვილი: „ტვ პირველის“ „ჟურნალისტურ გამოძიებებზე“ სერიოზულად საუბარი შეუძლებელია - ივანიშვილის გარემოცვის „უახლოესი წევრი“ მუხიგულაშვილი, ივანიშვილის ბიძაშვილის შვილის მეორე ქმარი ყოფილა ორი თვით, მისი „ინფორმაცია" სრული ბოდვაა

 „ტვ პირველის“ „ჟურნალისტურ გამოძიებებზე“ სერიოზულად საუბარი შეუძლებელია, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, თუმცა, მოსახლეობის ინფორმირებისთვის, ვფიქრობ, რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ მათ მიერ „მოძიებული“ კ...

გიორგი გრძელიშვილი

1758456823

საზოგადოება

„თბილისობა 2025“ გრძელდება – სადღესასწაულო ღონისძიებებს კახა კალაძე შვილებთან ერთად დაესწრო

 დედაქალაქში „თბილისობის“ ტრადიციული სახალხო დღესასწაული გრძელდება. თბილისის მერი კახა კალაძე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიე...

კახა კალაძე