ლავროვი: ამერიკულ მხარეს ახლა უკეთ ესმის რუსეთის პოზიცია

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.
ლავროვის თქმით, რუსული მხარე დაეთანხმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, რომ ქვეყნები უნდა ხელმძღვანელობდნენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებით.
„თუ ინტერესები არ ემთხვევა, აუცილებელია ურთიერთობების რეგულირება და სამხედრო ესკალაციის პროვოცირების თავიდან აცილება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
„ეს იყო ძალიან სასარგებლო საუბარი. ჩვენ არა მხოლოდ მოვუსმინეთ, არამედ გავიგეთ ერთმანეთის. ამერიკულ მხარეს ახლა უკეთ ესმის რუსეთის პოზიცია“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველ პრიორიტეტად ორ ქვეყანას შორის ელჩების სწრაფი დამტკიცება დაასახელა. მან ასევე მოუწოდა „ბარიერების მოხსნისკენ“, რომლებიც, მისი თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დააწესა და სერიოზულად ართულებს რუსეთისა და აშშ-ის საელჩოების მუშაობას.
მეორე საკითხად ლავროვმა „უკრაინული მიმართულება“ დაასახელა. მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ უნდა დაასახელოს, ვინ იქნება ვაშინგტონის წარმომადგენელი ამ პროცესში.
„როგორც კი გავიგებთ სახელს, ჩვენც განვსაზღვრავთ ჩვენს მონაწილეს“, - განაცხადა მან.
მესამე შეთანხმება შეეხება რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობის სრულ აღდგენას „უკრაინაში კრიზისის დარეგულირების პარალელურად“. ეს, ლავროვის განმარტებით, მოიცავს „გეოპოლიტიკური პრობლემების“ მოგვარებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.
1740077617
მსოფლიოაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ზელენსკის ქვეყანა არ იარსებებდა აშშ-ის გულუხვობის გარეშე, ამიტომ მადლობა უნდა თქვას - ნუ მოაწყობ ევროპაში მედია ტურს, რათა ჩირქი მოსცხო აშშ-ის პრეზიდენტს, ეს შეურაცხმყოფელია და თანაც სულელური ნაბიჯია
პრეზიდენტ ზელენსკის ქვეყანა არ იარსებებდა აშშ-ის გულუხვობის გარეშე, ამიტომ მადლობა უნდა თქვას, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა. „და თუ არ ეთანხმები [აშშ-ის] პრეზიდენტს, აიღე ტელეფონ...
1740074618
ახალი ამბებიირმა ხეცურიანმა სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა
ირმა ხეცურიანმა სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა. „ირმა ხეცურიანის ბრწყინვალე სტარტი 2025 წელს! ეტლით ფარიკაობაში სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა წარმა...
1740071015
მსოფლიოილონ მასკი: სინამდვილეში, უკრაინელი ხალხი ზელენსკის ვერ იტანს, ამიტომაც ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე - მან იცის, რომ საშინლად დამარცხდება, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს ყველა უკრაინულ მედიასაშუალებას
სრულიად ცხადია, რომ ზელენსკის მიერ კონტროლირებადი გამოკითხვა მისივე რეიტინგის შესახებ სანდო ვერ იქნება, - განაცხადა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურ...
1740067630
ახალი ამბებიგომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითა...
1740066864
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს
„უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რი...