მაკრონის განცხადებით, მოსკოვი უარს თუ იტყვის მშვიდობაზე, გადამწყვეტი ქმედებები უნდა მოჰყვეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის ბალისტიკური რაკეტით დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მოსკოვი თუ უარს იტყვის მშვიდობაზე, გადამწყვეტი ქმედებები უნდა მოჰყვეს“.
მაკრონის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.
„უკრაინაში გლოვის დღეა. ვფიქრობ დაღუპულ ბავშვებზე და ყველა სამოქალაქო პირზე, რომლებიც რუსეთის მიერ განხორციელებული სასიკვდილო დარტყმების მსხვერპლი გახდნენ. გასულ ღამეს რუსეთმა ისევ მიიტანა იერიში კიევსა და უკრაინის სხვა ბევრ ქალაქზე. თუ რუსეთი ისევ გააგრძელებს დროის გაჭიანურებას და უარს იტყვის მშვიდობაზე, ამას გადამწყვეტი ქმედებები უნდა მოჰყვეს“, - აცხადებს ემანუელ მაკრონი.
ინფორმაციისთვის, 4 აპრილს რუსეთმა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა. დაღუპულია 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულია 75-მდე ადამიანი.
1744188711
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნება“ ყოველთვის იქნება მშვიდობის გარანტი საქართველოში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის იქნება საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის გარანტი. დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი უკა...
1744186103
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: 9 აპრილის მემორიალთან დამხვდა ადამიანების აგრესიული ჯგუფი, რომლებიც ცდილობდნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ჩემთვის და რაც ყველაზე ცუდია - თვითონ 9 აპრილის სულისთვის, ეს არ იყო პროტესტი, ეს იყო მავნებლობა
„დღეს 9 აპრილის მემორიალთან მარტო მივედი. მივედი, როგორც მოქალაქე, უბრალო პატივის მისაგებად ჩვენი გმირების ხსოვნას. დამხვდა ადამიანების აგრესიული ჯგუფი, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ, შეურაცხყო...
1744184645
ახალი ამბებიევროკავშირის წარმომადგენლობა: ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის, საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის აღნიშვნას, პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა
„ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის, საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის აღნიშვნას, პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წ...
1744182463
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: როდესაც მოვდივარ მოქალაქე, მინდა მემორიალი შევამკო ყვავილებით და ამის უფლებას არ მაძლევენ, იგინებიან, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია
„როდესაც მოვდივარ, მოქალაქე და მინდა, რომ ეს მემორიალი შევამკო ყვავილებით, სანთელი დავანთო და ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან, უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ, ამაზე დიდი სირც...
1744181468
ახალი ამბები9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს - ირაკლი კობახიძე
„დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. თუმცა, 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის „არსება მოკლეა“ და სიძულვილსა და მონობაზე აუც...