მარკ კარნი: კანადა მზადაა აშშ-სთან შეთანხმებისთვის, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მოგებიანი იქნება

„კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, მისი მთავრობა მზადაა შეერთებულ შტატებთან მოაწეროს ხელი სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მოგებიანი იქნება. მისი თქმით, ნებისმიერი ასეთი შეთანხმება სტაბილურობასა და სანდოობას უნდა ემყარებოდეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„შესაძლო შეთანხმება, რომელიც კანადელი მუშების, ოჯახებისა და ბიზნესის ინტერესებს ერგება, ასევე არის შეთანხმება, რომელიც ამერიკული ოჯახების, ამერიკული ბიზნესის, ამერიკელი მომხმარებლების ინტერესებშია. ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და შეთანხმებას მივაღწიოთ, როგორც კი ამერიკული მხარე მზად იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

კანადის პრემიერმა უარყო აშშ-ის ვაჭრობის მდივნის ჰოვარდ ლუტნიკისა და ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს კანადამ მოლაპარაკებები შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო ჩაშალა.

„პატივისცემის მიუხედავად, არ ვფიქრობ, რომ შეერთებულ შტატებში დანიშნული, არჩევითი უფლებამოსილების არმქონე კაბინეტის წევრები კანადური პოლიტიკის ექსპერტები იყვნენ“, - აღნიშნა პრემიერმა.

კარნის თქმით, ბოლო პერიოდში ამერიკული მხარის პოზიციები შეცვალა, რამაც შესაძლოა დიალოგის განახლებას შეუწყოს ხელი. მისი განმარტებით, მანამდე ვაშინგტონი ხისტ პოზიციას ინარჩუნებდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კანადური ენა და კულტურული ასპექტები, თუმცა ახლა ეს მოთხოვნები დღის წესრიგიდან მოიხსნა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788445978

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს...

გიორგი ვოლსკი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

1788443462

საზოგადოება

იონათამიშვილი ჩერგოლეიშვილსა და ჟორჟოლიანზე: როგორც ჩანს ჰგონიათ, არჩევნებში მონაწილეობას იღებენ არა ადამიანები, არამედ არაჟნის ქილები და ბოთლები

„ამ ქალბატონებს, როგორც ჩანს ჰგონიათ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ არა ადამიანები, არამედ არაჟნის ქილები და ბოთლები. მე შემიძლია ისინი დავამშვიდო, ვინაიდან სააკაშვილი უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც...

რატი იონათამიშვილი

1788442283

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება იკადრო ადამიანმა, ეს არის, რომ ასეთი ოჯახის ტრაგედიები შენი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პოლიციის მთავარ სამმართველოში დაწყ...

რატი იონათამიშვილი:

1788441752

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: რადიკალები, რომლებიც მოქმედებენ უნისონში ყოფილ პრემიერთან ერთად, ცდილობენ საზოგადოებაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი და შექმნან განცდა, რომ ამ საქმესთან მიმართებით არსებობს გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვები

„რადიკალები, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებენ უნისონში ყოფილ პრემიერთან ერთად, ცდილობენ საზოგადოებაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი და შექმნან განცდა, რომ ამ საქმესთან მიმართებით არსებობს გარკვეული...

თორნიკე ჭეიშვილი

1788441403

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6180 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6205 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა, კურსი