მარკ კელი: ტრამპს ჰგონია, რომ პუტინივით მოქცევა მას ძლიერად აჩენს, მაგრამ იმას, რაც მან ვენესუელაში გააკეთა, აქვს სტრატეგიული შედეგები, რომლებიც მას არ ესმის
დემოკრატი სენატორი მარკ კელი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვენესუელაში განხორციელებული ოპერაციის გამო აკრიტიკებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კელი აღნიშნავს, რომ შესაძლოა კარაკასში განვითარებული მოვლენები სხვა ქვეყნებმა საკუთარი ქმედებების გასამართლებლად გამოიყენონ.
„ტრამპს ჰგონია, რომ პუტინივით მოქცევა მას ძლიერად აჩენს, მაგრამ იმას, რაც მან ვენესუელაში გააკეთა, აქვს სტრატეგიული შედეგები, რომლებიც მას არ ესმის. ჩინეთმა შესაძლოა ეს ტაივანზე თავდასხმის გასამართლებლად გამოიყენოს, ხოლო რუსეთმა - უკრაინაში ან სხვაგან ესკალაციის გასამართლებლად. ტრამპი ამას ვერ ხვდება, რაც ამერიკელებს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის“, - წერს კელი.
3 იანვრის ღამეს აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ისინი ნიუ-იორკში, სასამართლოს წინაშე „ნარკოტერორიზმის“ მიზნით შეთქმულების, კოკაინის შემოტანის, ასევე აშშ-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდებით წარდგებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ხელისუფლების კანონიერ გადაცემამდე ქვეყანას აშშ უხელმძღვანელებს.
1767539967
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრე...
1767537872
ახალი ამბებისროლა მარნეულში - დაშავდა ორი ადამიანი
მარნეულში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინ...
1767535834
მსოფლიოThe New York Times-ი: ვენესუელაში ტრამპის სპეცოპერაციის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა
ვენესუელაზე აშშ-ის მთავრობის ხელმძღვანელობით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, - აღნიშნულის შესახებ The New York Tim...
1767534447
საზოგადოებასანდრო მამუკელაშვილმა წელი მოგებით დაიწყო
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წლის შესანიშნავი დასაწყისი გამოუვიდა სანდრო მამუკელაშვილს. „ტორონტო რეპტორსმა“, სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს „ატლანტა ჰოუქსი“ 17-ქულიანი სხვაობით - 134:117...
1767530464
მსოფლიოდიდი ბრიტანეთის პრემიერი: მადუროს რეჟიმის დასასრულს არ ვგლოვობთ, მაგრამ საერთაშორისო სამართალი მნიშვნელოვანია
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი დიდი ხანია ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს არალეგიტიმურად მიიჩნევს და არ გლოვოს მის რეჟიმს, თუმცა ამავდროულად სტარმერი ხაზ...



























