ირაკლი კირცხალია მაია სანდუზე: თითოეული მისი მოქალაქის პირადი ტრაგედიაა ის განცხადება, რაც გააკეთა ამ ქალბატონმა თავის ქვეყნის მიმართ და ეს უტიფარი მარიონეტი ბედავს და ჩემი ქვეყნისკენ იშვერს ხელს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“.
კირცხალიამ ასევე გაიხსენა სანდუს ნათქვამი მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების შესახებ და აღნიშნა, რომ თითოეული მისი მოქალაქის პირადი ტრაგედიაა ის განცხადება, რაც სანდუმ გააკეთა თავის ქვეყნის მიმართ და როგორი შეურაცხყოფაც მიაყენა მის მოქალაქეებს.
„მისი ეს განცხადება ქვეყნის პირველი პირისგან, თავი დავანებოთ როგორ არის არჩეული, რა ვითარებაშია დღეს ეს ქვეყანა, ყველა დემოკრატიული პრინციპის კუთხით, სასამართლოს კუთხით, კორუფციის, ეკონომიკური ზრდის კუთხით- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თითოეული მისი მოქალაქის, პატრიოტი ადამიანის პირადი ტრაგედიაა ის განცხადება, რაც გააკეთა ამ ქალბატონმა თავის ქვეყნის მიმართ და როგორი შეურაცხყოფაც მიაყენა თითოეულ მის მოქალაქეს თავის ქვეყანაში და ეს ადამიანი, პირდაპირ ვიტყვი - უტიფარი მარიონეტი ბედავს და ჩემი ქვეყნისკენ იშვერს ხელს. ადამიანი, რომელიც თავის ქვეყანას, თავის ქვეყნის ისტორიას აყენებს ასეთ შეურაცხყოფას, ის რომ შენს და სხვა ქვეყანას მიაყენებს შეურაცხყოფას თან დავალებით, ამას არანაირი პოლიტიკური განმარტება არ სჭირდება“, - განაცხადა კირცხალიამ გადაცემაში “იმედი LIVE”.
1769622853
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ოპოზიციის მიერ დებატების პროცესიდან გამიჯვნაზე: მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანაში არ ყოფილიყო დებატები
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, რომ თვალ-ყური ადევნოს ჯანსაღ დებატს, როდესაც ამ სუბიექტებზე გვაქვს საუბარი - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გადმონაშთებზე და იმ პარტიებზე, რომლებ...
1769621425
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრებს შეხვდა - განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლზე
მიმდინარე წლის 28 იანვარს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრების ორპარტიულ დელე...
1769620692
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მაია სანდუმ თავისი განცხადებით და ქმედებებით გააუქმა თავისი ქვეყანა და მის სუვერენიტეტი. ასეთი ადამიანი, როდესაც სუვერენულად დამოუკიდებელ ქვეყანაზე აკეთებს განცხადებას, უბრალოდ ანეკდოტური პასაჟია ეს ყველაფერი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებაზე ისაუბრა, რომლის თქ...
1769618833
ახალი ამბებიტრაილერი გადაბრუნდა და აალდა - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ31...
1769618772
ახალი ამბები„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილებები ხორციელდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია...































