მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ

 ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ, - განცხადება ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა.

კერძოდ, ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ევროკავშირი უკრაინისთვის წევრობის დასაწყისში ვეტოს შეზღუდვას.

მარტა კოსის თქმით, აუცილებელია იმ ვითარებამდე მისვლა, როდესაც მოხდება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ შეთანხმების გაფორმება. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ ახალი წევრი სახელმწიფოები ევროპულ წესებს დაიცავენ გაწევრიანებიდან 5-10 ან 15 წლის შემდეგაც.

„ახლა ჩვენ ვართ მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ შეთანხმების მომზადების პროცესში, ამიტომ გავა კიდევ გარკვეული დრო, ვიდრე ჩვენ დავინახავთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. მაგრამ ის, რაც დღეს ვიცით, არის, რომ იქნება ევროკავშირში გაწევრიანების ახალი თაობის შეთანხმებები იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვექნება ახალი დამცავები, რაც უზრუნველყოფს იმას, რაც თქვენ ახსენეთ“, - განაცხადა ევროკომისარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781515800

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩინეთის სამშვიდობო პოლიტიკა არის ის, რასაც სხვადასხვა გლობალური აქტორები, ვფიქრობ, სულ უფრო მეტ პატივს სცემენ

 შალვა პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ აკრიტიკებს საჯაროდ ჩინეთის მიმართ უსამართლო ბრალდებებს. ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩინურ ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუშ...

შალვა პაპუაშვილი

1781515072

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საქართველო პატარა ქვეყანაა და დიდწილად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო სამართალზე, იმაზე, რომ ყველა ქვეყანა პატივს სცემდეს საერთაშორისო სამართალს

 ჩვენ ზოგადად მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მსოფლიოს მშვიდობიან განვითარებას ეფუძნება - ესაა დიალოგი, საერთაშორისო ნორმები და სამართალი, ყველა დავის მშვიდობიანი მოგვარება და სხვა პრინციპ...

შალვა პაპუაშვილი

1781514196

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვს მშვიდობიანი განვითარებისა და საერთაშორისო პოლიტიკაში მშვიდობიანი კურსის თვალსაზრისით

 შალვა პაპუაშვილმა ჩინურ ტელეარ CGTN-თან ინტერვიუში საგარეო პოლიტიკაში თბილისისა და პეკინის საერთო ღირებულებებს გაუსვა ხაზი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნების პარლამენტებს შო...

შალვა პაპუაშვილი

1781513293

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში ე.წ. მაინერები ამოიღეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 76 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ინფორმ...

მაინერი მაინერი

1781511792

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალო...

ამინდი  - ამინდი