ნინო წილოსანი: საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის კარი გაიხსნება, საქართველო იქნება ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე უფრო მეტად მზად
საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
წილოსანის თქმით, დარწმუნებულია, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის კარი გაიხსნება, საქართველო იქნება ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე უფრო მეტად მზად.
„საუბარიც ზედმეტია იმაზე, თუ საქართველოსთან მიმართებით, რამდენად უსამართლოა მოლაპარაკებების პროცესის შეჩერება. საქართველოზე, რომელიც მათივე ანგარიშებში, რეპორტებსა და დოკუმენტებში საუკეთესო შეფასებებს იმსახურებს თუ ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობენ, მაგრამ ამ დრომდე ჩვენ ვხედავთ კრიტიკას მხოლოდ პოლიტიკური შეფასებების დონეზე. თუმცა, როდესაც უსამართლობაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ მაგალითად, უკრაინასაც და მოლდოვასაც, რომლებსაც დღეს მოლაპარაკებების პირველი ბლოკი გაუხსნეს იმ ექვსი მნიშვნელოვანი ბლოკიდან, რომელიც მთლიანად უნდა გაიარონ, 2024 წლიდან მიულოცეს მოლაპარაკებების პროცესის გახსნა და მხოლოდ ახლა გაიხსნა პირველი ბლოკი. საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის კარი გაიხსნება, საქართველო იქნება ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე უფრო მეტად მზად“, - აღნიშნა მან.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ირწმუნება, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ვალდებულებები შეასრულა, შესაბამისად, მათთვის მოლაპარაკების პირველი კლასტერი გაიხსნება. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ლუქსემბურგში ზეწოლის შესახებ ილაპარაკა და კვლავ სანქციებით იმუქრება. ბრიუსელის ორმაგ სტანდარტსა და შანტაჟის მცდელობაზე საუბრობენ თბილისში. მმართველი გუნდის შეფასებით, საქმე გვაქვს პოლიტიკურ პროცესთან, რადგან კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერი საქართველოა.
1781519917
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: თუ ევროპა შეცვლის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, მათ კარგად იციან, ვინ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებში ლიდერი
საქართველოსთან მიმართებით ისინი, თავიანთი შიშველი პოლიტიკიდან გამომდინარე, ჯერჯერობით პოზიციის კორექტირებას და შეცვლას ვერ ახერხებენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო...
1781519852
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებები პოლიტიკური შინაარსის არის, ვიდრე რაიმე შედეგის მომცემი. საქართველოს წინააღმდეგ კი ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამოყენებული იქნება შანტაჟისთვის
მოლაპარაკებების კლასტერის განხსნა შედეგების მომტანი ნაკლებად იქნება, რადგან ევროკავშირის არაერთ ლიდერს, მათ შორის არარჩეულ ბიუროკრატიას არაერთხელ უთქვამს, რომ 2030 წლისთვისაც კი ვერ იქნება ვერც მოლდო...
1781519106
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას
მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში. პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს...
1781516748
მსოფლიომარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ
ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ, - განცხადება ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტების კი...
1781515931
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დიპლომატების განათლებაში ინვესტირება მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, თანამშრომლობა პეკინის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტსა და დიპლომატიურ აკადემიას შორის, რომელიც მალე დაფუძნდება, ბევრი რამის სწავლაში დაგვეხმარება
შალვა პაპუაშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში საქართველოში დიპლომატიის აკადემიის დაარსებაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პეკინის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტში ჰქონდა...


























