მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა
უკრაინას მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის საფრთხე ემუქრება მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, საჭირო კანონმდებლობის წინ წაწევის მორიგი მცდელობა ვერ შეძლო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
1 სექტემბერს დეპუტატებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით გათვალისწინებული კანონპროექტების წინ წაწევა ვერ მოახერხეს, მიუხედავად პრემიერ-მინისტრის, სერჰი კორეცკის გაფრთხილებისა, რომ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ შესაძლოა „მნიშვნელოვანი ფინანსური რისკი“ შექმნას იმ ფონზე, როდესაც ომი „სულ უფრო ძვირი ჯდება“.
დაბლოკილ კანონპროექტებს შორისაა ამანათებზე გადასახადის დაწესებისა და აუდიტის სამსახურში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის შესახებ ინიციატივები.
ამანათებზე გადასახადის დაწესება უკრაინისთვის დაახლოებით 700 მილიონი დოლარის ოდენობის სავალუტო ფონდის ტრანშისა და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში 3,7 მილიარდი ევროს, ანუ დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის ტრანშის მიღების ერთ-ერთი წინაპირობაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, ახალი გადასახადი კიევს სახელმწიფო შემოსავლების გაზრდისა და საკუთარი ფინანსური უზრუნველყოფის შესაძლებლობას გაუუმჯობესებს.
მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთმა დეპუტატმა უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ კენჭისყრამდე პარტიის ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი კანონპროექტების მისაღებად საჭირო ხმების მობილიზება ვერ შეძლო.
„სჯობს, საკითხი კენჭისყრაზე საერთოდ არ დააყენო თუ იცი, რომ ჩავარდება, ვიდრე ასე დამცირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდე“ - განაცხადა დეპუტატმა. მისი თქმით, შესაძლოა, ხელისუფლებას სურდეს, ევროპელებს აჩვენოს, რომ პარლამენტი კანონპროექტის წინააღმდეგია და „არაფრის გაკეთება არ შეიძლება“.
როგორც მედია იუწყება, კენჭისყრა იმ დროს გაიმართა, როდესაც კიევში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია იმყოფებოდა, რაც უკრაინის მიერ კრედიტორის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
კენჭისყრამდე პრემიერ-მინისტრმა სერჰი კორეცკიმ დეპუტატებს განუცხადა, რომ მთავრობის აუდიტის შედეგად თავდაცვის დაფინანსებაში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტი გამოვლინდა. ამასთან, მისი თქმით, უკრაინამ წელს საერთაშორისო პარტნიორებისგან 30 მილიარდი დოლარის მიღებას შეძლებს, თუ ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.
კორეცკიმ აღნიშნა, რომ ვითარებას ართულებს თავდაცვის სამინისტროს მიერ წლის მეორე ნახევრისთვის განკუთვნილი დაფინანსების ნაწილის ვადაზე ადრე გამოყენებაც, რამაც არსებული ფინანსური დეფიციტის ზრდას შეუწყო ხელი.
პრემიერის განცხადებით, დაფინანსების მისაღებად უკრაინამ 44 სამთავრობო გადაწყვეტილება და პარლამენტში უკვე წარდგენილი 26 კანონპროექტი უნდა მიიღოს, ასევე რაც შეიძლება სწრაფად კიდევ 17 კანონპროექტი უნდა წარადგინოს. თავის მხრივ, მთავრობამ 44 გადაწყვეტილება, 1 ნოემბრამდე უნდა განახორციელოს.
1788456006
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ „თამაშებს“, ჯერ იყო და პრემიერ კობახიძეს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით
ექსპერტი ირაკლი ლატარია ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის ლაშა ნადარეიშვილის პროვოკაციულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს,რომ „ძალიან ცუდად დაამთავრებე...
1788452704
ახალი ამბებიპროკურორი ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვის შემდეგ: მან განმარტა, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებულ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. როგორც პროკურორი მედეა ცირამუა აცხადებს, გამოკითხვისას ირაკლი ღა6რიბაშვილმა განმარტა, რომ არანაირ...
1788449693
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა 2026-2030 წლების გაეროს მდგრა...
1788446879
ახალი ამბებიპროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმ...
1788445978
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს...






























