"მსახიობს იარაღი 20 წლის ასისტენტმა მიაწოდა, რომელმაც თავადაც არ იცოდა, რომ პისტოლეტში საბრძოლო ვაზნები იდო" - უცხოური მედია
სასამართლოს ცნობით, ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ფატალურ გასროლამდე არ იცოდა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვიები იდო.
ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემის მიერ მოპოვებული სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, გადასაღებ მოედანზე ფატალურ გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე მსახიობ ალეკ ბოლდუინს იარაღი რეჟისორის ასისტენტმა მიაწოდა.
ამასთან, ამავე დოკუმენტის თანახმად, არც ასისტენტმა იცოდა, რომ პისტოლეტში საბრძოლო ვაზნები იდო, რადგან მან პროტოკოლით გათვალისწინებული ფრაზით "ცივი იარაღი" - უთხრა მსახიობს იარაღის უსაფრთხოების შესახებ.
გამოცემამ ასევე მოიპოვა ტრაგედიის მომენტში გადასაღებ მოედანზე მყოფ ადამიანთა ნუსხა, რომელშიც აღნიშნულია იმ პირის ვინაობაც, რომელსაც იარაღის უსაფრთხოების შემოწმება ევალებოდა.
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, ასისტენტი, რომელმა მსახიობს იარაღი მიაწოდა 20 წლისაა და ამ პოზიციაზე პირველად მოუწია მუშაობა.
"სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოვცე შოკი და მწუხარება ტრაგიკული შემთხვევის გამო", – ეს იყო მსახიობის პირველი კომენტარი უბედური შემთხვევიდან, რომელიც მან "ტვიტერში" დაწერა.
შემთხვევა ნიუ მექსიკოს შტატში, ფილმის გადასაღებ მოედანზე მოხდა. გასროლის შედეგად დაიღუპა ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი. დაჭრილია ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუზაც. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. თავად ბოლდუინი გამოძიებასთან თანამშრომლობს. მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არ არის.
გამოცემის ცნობით, რეალურ ცეცხლსასროლ იარაღს ხშირად იყენებენ გადაღებებში და დატვირთულია ბლანკებით - ვაზნებით, რომლებიც ჭურვის განმუხტვის გარეშე ქმნიან ციმციმს და აფეთქებას.
მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები კინოეკრანებზე ძალზე იშვიათია და ისტორიაში სულ რამდენიმე მაგალითი მოიპოვება. ყველაზე ცნობილი უახლოესი ისტორიიდან გახლავთ, 1993 წელს მომხდარი შემთხვევა, როდესაც ბრენდონ ლი, ბრიუს ლის 28 წლის ვაჟი - ფილმის The Cro სიკვდილის სცენის გადაღებისას, შემთხვევით მოკლეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793625582
ახალი ამბები№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...
1793625126
მსოფლიოკიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა
კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...
1793625095
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793624012
ახალი ამბებისადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...
1793623405
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და...




























