ნათია თურნავა შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალურ მდივან რობერტ ბრეგის შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალურ მდივან რობერტ ბრეგისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სების ცნობით, ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისს ფინტექის განვითარების სტრატეგიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში ესტუმრა.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალურ მდივანს და დელეგაციის წევრებს საქართველოში არსებული ფინტექ ეკოსისტემა, არსებული მიღწევები და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.

თავის მხრივ, ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ფინანსურ სერვისებსა და ფინანსურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებზე, რაც მათ ქალაქში ხორციელდება.

მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ხელმძღვანელი პიეტრო პორეტი და ვიცე-პრეზიდენტი მარკო დალ ლაგო გლობალური გაფართოების მიმართულებით.

ლუგანო შვეიცარიის იტალიურენოვან რეგიონში მდებარე ქალაქია, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში განსაკუთრებით საინტერესო გახდა ფინტექისა და ზოგადად, ტექნოლოგიების თვალსაზრისით. მის მიმართ ინტერესი მომდინარეობს ლუგანოს საკუთარი მუნიციპალური ვალუტის (სთეიბლ ქოინი) გამოშვების და ფინანსურ ტექნოლოგიებთან მეგობრული გარემოს შექმნით. ასევე, ტოკენიზებული მუნიციპალური ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. ინიციატივების მიზანია მუნიციპალიტეტის ბლოკჩეინ და ფინტექ ჰაბად განვითარება“, - ნათქვამია სების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750418229

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს, სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას

„ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შევსების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგ ჯერზე ც...

ქართული ოცნება

1750415423

ახალი ამბები

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკანორ მელიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წი...

ნიკა მელია - პოლიტიკოსი

1750413764

საზოგადოება

ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ქარგვის ამ სახეობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატორ...

ნაჭრელანაჭრელა

1750413151

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში, სულ მცირე, 35 სარაკეტო დანადგარი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელმა ირანში, სულ მცირე, 35 სარაკეტო დანადგარი გაანადგურა. „ისრაელის საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით განხორციელებული დარტყმების ტალღამ ირანის ქალაქ თავრიზსა...

ისრაელის თავდაცვის ძალები

1750411991

საზოგადოება

რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელმაც მანდატურს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში ხელი გაარტყა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის გ...

ნინო დათაშვილი