ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე.

პალისას განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებულია და პრეზიდენტის ოფისმა ის დაზვერვის რამდენიმე წყაროსგან მიიღო. მას არ დაუკონკრეტებია, უკრაინული იყო თუ უცხოური ეს სადაზვერვო წყაროები.

„დიახ, რუსეთში რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა“, - განაცხადა პალისამ შეხვედრაზე.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უკვე შეიმუშავა შესაძლო საპასუხო მოქმედებების სცენარები, მათ შორის თავდაცვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მოსალოდნელი მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ზომები.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა შეიმუშავა შესაძლო საპასუხო სცენარები, მათ შორის ამ მოქმედებებისგან თავდაცვის, დაცვისა და მათი აღკვეთის ზომები“, - განაცხადა პალისამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788008915

მსოფლიო

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვი...

ფრიდრიხ მერც

1788007484

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. წამლობა გორგილაძის, ზუბალაშვილის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუ...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1788005830

საზოგადოება

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარი...

 წვიმა და ელჭექი

1788003590

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს გადაუდებელი, პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად

სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორ...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1788001020

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბ...

გიორგი სოსიაშვილი