ნეთანიაჰუ ღაზაში ომის დასრულების შესახებ ტრამპის გეგმას მხარს უჭერს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს დონალდ ტრამპის გეგმას ღაზაში ომის დასრულების შესახებ, რასაც მან „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მისაღწევად.
თეთრი სახლში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ აღნიშნა:
„მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ გადავდგამთ კრიტიკულ ნაბიჯს, როგორც ღაზაში ომის დასრულების, ასევე ახლო აღმოსავლეთში, და ვფიქრობ, ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთაც, მშვიდობის დრამატული წინსვლის საფუძვლის მოსამზადებლად“.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის გეგმა ისრაელის სამხედრო მიზნების მიღწევას ემსახურება.
„მხარს ვუჭერ თქვენს გეგმას ღაზაში ომის დასრულების შესახებ, რომელიც მიაღწევს ომის ჩვენს მიზნებს. ის დააბრუნებს ისრაელში ყველა ჩვენს მძევალს, დაშლის „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობებს და მის პოლიტიკურ მმართველობას და უზრუნველყოფს, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხეს აღარასოდეს შექმნის“, - დასძინა ნეთანიაჰუმ.
ამ განცხადების გაკეთებამდე ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა გეგმა ღაზაში ომის დასრულების შესახებ.
ტრამპის თქმით, ეს გეგმა მოიცავს საერთაშორისო გარდამავალი მმართველობის საბჭოს შექმნას, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს. გეგმა მოითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას 72 საათის განმავლობაში - თუ „ჰამასი“ დათანხმდება - და ისრაელის ძალების ეტაპობრივ გაყვანას.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ თუ „ჰამასი“ უარყოფს შეთანხმებას, ნეთანიაჰუს ექნება აშშ-ის სრული მხარდაჭერა „საქმის ბოლომდე მისაყვანად“.
1759168129
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი, როგორც გასული 13 წლის განმავლობაში იყო წარუმატებელი რევოლუციური მცდელობები, ასევე იქნება წელსაც
„ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ჟურნალისტებს გ...
1759168076
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომლებიც იდგმება, აბსოლუტურად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა
„გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომლებიც იდმება, აბსოლუტურად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა“, - ამის შესახებ საქართვე...
1759168021
საზოგადოებაირაკლი კობახიძე მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე: ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა, დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან, ამის მერე ვნახოთ გადავხედავთ მილოცვის საკითხს
„ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება ჩვენ მილოცვა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის...
1759167959
საზოგადოებაპრემიერი: არის მთელი რიგი პროექტები, სადაც აღმოჩენილია ხარვეზები, არის კითხვები ხარჯეფექტიანობის კუთხით და ხარისხთან დაკავშირებით, ჩვენი მიზანია უკლებლივ ყველა პროექტი განხორციელდეს მინიმალური ხარჯებით და მაქსიმალური ხარისხით
„ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება ჩავღრმავებოდით კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდებოდა. დავინტერესდით ხარჯეფექტიანობით და ხარისხით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...
1759167866
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - „ლელომ“ თვითონ გაინადგურა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები, საკუთარი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებს მიხედონ, თავი დაანებონ თითის გაშვერას კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისკენ
„მე მგონია, რომ საბა ბუაძემაც სუსის ჩარევით დატოვა ლელო, საკუთარი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებს მიხედონ და თავი დაანებონ თითის გაშვერას კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისკენ“, - ამის შესახებ პრემიერ-...