Newsweek - ახალი იმპულსი აშშ-ს ურთიერთობებში
საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-სთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს.
2026 წლის ივნისში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) საქართველოს ფოთის პორტის გაფართოების მხარდასაჭერად 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო შეთანხმების გაფორმების შესახებ განაცხადა.
ეს ნაბიჯი თბილისსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მზარდ იმპულსზე მიუთითებს და საქართველოს „შუა დერეფნის“ განვითარების ხედვის მიმართ აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერას წარმოაჩენს. აღნიშნული ხედვა საქართველოს რეგიონულ სავაჭრო და საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
„ეს პროექტი სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესსა და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე.
„საქართველო აღარ არის მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი - ჩვენ ჩამოვყალიბდით ძლიერ ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობისთვის დამატებით ღირებულებას ქმნის“.
Pace Group-თან პარტნიორობით განხორციელებული ფოთის პორტის გაფართოების პროექტი პორტის წლიურ გამტარუნარიანობას 1 მილიონი ტონით გაზრდის.
ეს კიდევ უფრო აძლიერებს „შუა დერეფნის“ მარშრუტს. 2026 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის მოცულობა 21%-ით გაიზარდა, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას ამერიკელი ინვესტორებისთვის.
აშშ-დან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წელს გაორმაგდა და 158.1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
ინვესტიციების ძირითად მიმართულებებს უძრავი ქონებისა და ტექნოლოგიების სექტორები წარმოადგენდა, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ კომერციულ ასპექტს.
1788180036
საზოგადოებასპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი ჩანიშნული და არ გაუქმებულა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს. „ღარიბაშვილი ზის დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი...
1788178050
საზოგადოებაგივი მიქანაძე მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობაზე: ეს იქნება ერთჯერადი, საგამონაკლისო წესით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წელს განხორციელდება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, 1 800-მდე აბიტურიენტი ე.წ. მეორადი ჩარიცხვის სისტემით შეძლებს, ჩაირიცხოს ვაკანტურ ადგილებზე როგორც სახელმწიფ...
1788177207
საზოგადოებაალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინ...
1788177142
საზოგადოებანინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ
არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენ...
1788175450
საზოგადოებასებ: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი დინამიკურად ზრდას განაგრძობს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2026 წლის მეორე კვარტლის...


























