გივი მიქანაძე მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობაზე: ეს იქნება ერთჯერადი, საგამონაკლისო წესით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წელს განხორციელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, 1 800-მდე აბიტურიენტი ე.წ. მეორადი ჩარიცხვის სისტემით შეძლებს, ჩაირიცხოს ვაკანტურ ადგილებზე როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯში.

მიქანაძის განცხადებით, ეს იქნება ერთჯერადი, საგამონაკლისო წესით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წელს განხორციელდება.

„ვინაიდან წლევანდელი წელი ფუნდამენტური, უმაღლესი რეფორმისთვის არის პირველი წელი და ამ გარდამავალ პერიოდში არაერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე იქნა შემოტანილი, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლის ინიციატორიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრი იყო და რომელიც ეხება იმ 1 800-მდე აბიტურიენტს, რომელმაც, ეროვნული გამოცდების საფუძველზე, გადალახა მინიმალური ბარიერი, თუმცა ვერ მოხვდა ვერცერთ უმაღლეს სასწავლებელში, ან პროფესიულ სასწავლებელში. 

სწორედ ამ ადამიანებთან მიმართებით მიღებული იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და ისინი, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის სისტემით, უკვე შეძლებენ, უახლოეს პერიოდში გამოცხადებული ახალი სარეგისტრაციო პროცედურების გავლით, ჩაირიცხონ ვაკანტურ ადგილებზე როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლეს სასწავლებლებში, ან მათი არჩევით სახელმწიფო, ან კერძო პროფესიულ კოლეჯებში. 

რადგან პირველი წელია, რაც ეს ფუნდამენტური რეფორმა მიმდინარეობს და გარდამავალი პერიოდია, ეს იქნება ერთჯერადი, საგამონაკლისო წესით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წელს განხორციელდება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788175450

საზოგადოება

სებ: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი დინამიკურად ზრდას განაგრძობს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2026 წლის მეორე კვარტლის...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1788174682

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საქართველოს საარჩევნო ისტო...

საარჩევნო ადმინისტრაცია

1788174584

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია

ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1788173616

საზოგადოება

ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა

არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტი...

ნინო წილოსანი

1788172862

საზოგადოება

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის, უკრაინის მოქალაქის, ვალერია კირლიუკის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გა...

დაურ ბუავა