პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება - მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყანას უახლოეს მომავალში ენერგოკრიზისი ემუქრება. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.
კრიზისის მთავარი მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ 44-წლიან ისტორიაში პირველად უნგრეთის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური „პაკში“, მდინარე დუნაიში რეკორდულად დაბალი წყლის დონის გამო, შესაძლოა გაჩერდეს.
მადიარის თქმით, 29 ივლისს ტექნიკური გაუმართაობის გამო მუშაობა შეწყვიტა „დუნამენტის“ თბოელექტროსადგურმაც, მაშინ როდესაც ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება.
„არაუგვიანეს ორშაბათისა უნგრეთმა შესაძლოა ელექტროენერგიის წარმოების 2 000 მეგავატი დაკარგოს, მაშინ როდესაც მოსახლეობისა და სხვა მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა მაღალი ტემპერატურის გამო გაიზრდება“, – განაცხადა მადიარმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მძიმე ენერგოკრიზისის თავიდან ასაცილებლად, უახლოეს დღეებში მსხვილ საწარმოებს ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვა მოუწევთ. მისი განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენერგოდეფიციტი ყველა მომხმარებელზე აისახება. ზოგიერთ საწარმოში წარმოება შესაძლოა დროებითაც შეჩერდეს.
მთავრობის მითითებით, ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორმა MAVIR-მა ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მოთხოვნით მიმართა მსხვილ საწარმოებს, მათ შორის: ბატარეების მწარმოებელ ქარხნებს; ცემენტის ქარხნებს; ქიმიურ საწარმოებს; ავტომობილების მწარმოებელ ქარხნებსა და სხვა სამრეწველო ობიექტებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა მსხვილი მომხმარებლების ელექტროენერგიის ქსელიდან გეგმურ, დროებით გათიშვასაც განიხილავს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მზადდება.
პეტერ მადიარმა მოსახლეობასაც მოუწოდა საღამოს 17:00-დან 22:00 საათამდე შეძლებისდაგვარად შეზღუდონ ელექტრომობილების დამუხტვა და კონდიციონერების გამოყენება.
1785475381
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება
ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურ განცხადებას, რომ უკან იხმობენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოა...
1785473374
მსოფლიოThe New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად
გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერი ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად. ხუთშაბათს გამოქვეყნებული The New York Times-ის სტატი...
1785448730
ახალი ამბებიგორში ორი ადამიანი დაჭრეს
გორის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანთან 2 ადამიანი მსუბუქად დაჭრეს. ინფორმაცია exclusive.ge შსს-ში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მო...
1785444574
მსოფლიოაბას არაღჩი: ეგვიპტე რეგიონში მნიშვნელოვანი მეგობარი და პარტნიორია და მისი უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრესია
„ეგვიპტე რეგიონში მნიშვნელოვანი მეგობარი და პარტნიორია და მისი უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრესია“, - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ არაღჩიმ ეს განცხა...
1785443942
ახალი ამბები14-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული „საზღვაო თავდაცვის ალიანსის“ შექმნის წინადადებას
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 14-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა საუდის არაბეთის წინადადებას მრავალეროვნული „საზღვაო თავდაცვის ალიანსის“ შექმნის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშო...


























