The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად
გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერი ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად.
ხუთშაბათს გამოქვეყნებული The New York Times-ის სტატიის მიხედვით, მასკმა თავის „სუპერ PAC“-ს მისცა უფლებამოსილება, დახარჯოს 100-დან 120 მილიონ დოლარამდე, სულ მცირე რვა შტატში, ნოემბერში „რესპუბლიკელების“ არჩევის ხელშესაწყობად.
მასკი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე მსხვილი დონორი იყო და მან 240 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.
Times-ის ცნობით, მასკის „სუპერ PAC“-ის, America PAC-ის ოფიციალურმა პირებმა ბოლო კვირებში „რესპუბლიკელებს“ აცნობეს თავიანთი ბიუჯეტის შესახებ და დანახარჯების გეგმის ამოქმედება მომავალ თვეში იგეგმება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მასკის ჯგუფი პირველ რიგში აპირებს ფოკუსირებას სენატის არჩევნებზე ალასკაში, აიოვაში, მენში, მიჩიგანსა და ოჰაიოში.
გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და განიხილება თანხების დახარჯვა ჩრდილოეთ კაროლინაში, ჯორჯიასა და ტეხასში. „სუპერ PAC“-ი ასევე გეგმავს თანხების დახარჯვას წარმომადგენელთა პალატის არჩევნებზე, მათ შორის კალიფორნიაში, უისკონსინსა და ვაშინგტონში.
1785440763
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. „საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწ...
1785439324
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება
„ჯანგირაშვილო, გასაგებია, რომ შენ და შენნაირებს მხოლოდ ნეგატიური სურათის დანახვა გსურთ, რადგან ქვეყანა არ გიყვართ. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა...
1785437023
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს „ხადორობა 2026“-ს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები სოფელ მატანის და პანკისის ხეობის სოფელ დუისის მოსახლ...
1785433417
მსოფლიოირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარეთს მოუწოდებს, არ დაუშვას მის ავიაბაზაზე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების განლაგება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ბულგარეთს მოუწოდებს, გადახედოს გადაწყვეტილებას, რომელიც აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების ბეზმერის საჰაერო ბაზაზე დროებით განლაგებას ითვალისწინებს, იუწყება ირ...
1785428800
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებულ აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - მთავარი ამოცანაა, რომ დაფინანსების ახალი მოდელი მაქსიმალურად მორგებული იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტების საჭიროებებზე
„გასულ წელს დავაანონსეთ უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ. ამის ერთ-ე...






























